მდინარაძე: კაცი, რომელიც ამბობდა, რუსი ბანი ვარო, რუსთაველზე მისვლას უშლის 9 აპრილის აქციის წამყვანს, ირაკლი ქადაგიშვილს, ეს ამორალურია

„ამორალურია, რომ კაცი, რომელიც ამბობდა, რუსი ბანი ვარო, რუსთაველზე მისვლას უშლის 9 აპრილის აქციის წამყვანს, ირაკლი ქადაგიშვილს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო არასდროს დათმობს თავისუფლებას, რომელიც 9 აპრილის გმირებმა მოიპოვეს.
„კაცი როცა თავის თავზე ამბობს, მე ვარ რუსი ბანიო და რუსთაველზე მისვლას უშლის 9 აპრილის მიტინგის, აქციის წამყვანს, ირაკლი ქადაგიშვილს, ეს ამორალურია, ეს უნდა ვიცოდეთ.
ჩვენ შედარებით პატარები ვიყავით, ჩვენს შორის არიან უფროსი თაობის ადამიანები, რომლებიც უშუალო მონაწილეები არიან, წამყვანი იყო იმ აქციის ირაკლი ქადაგიშვილი.
და კაცი, რომელიც იძახდა, მე რუსი ბანი ვარო, აგვისტოს ომის შემდეგ, სხვათა შორის, ეს კაცი ცდილობს, ხელი შეუშალოს ირაკლი ქადაგიშვილს მისვლაში. წარმოუდგენელი ამბავია. აქედან გამომდინარე, ჩვენ პროვოკაციას არ ავყევით და 9 აპრილის მემორიალთან მისვლის გამო, მუშტიკრივი არ ავტეხეთ, ამით ძალიან ნუ გაიხარებენ.
რეალურად, საქართველო არასდროს დათმობს თავისუფლებას, რომელიც მათ შორის 9 აპრილის გმირებმა მოიპოვეს“, - აღნიშნა მდინარაძემ.
1744907081
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია
საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...
1744904608
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...
1744900581
მსოფლიოთურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
თურქეთის პოლიციამ 17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...
1744897534
ახალი ამბებინიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...
1744897440
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას
ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...