მესტიის მერია: ე.წ მაინერების მომრავლების გამო მესტიას სრული ჩაბნელება ემუქრება

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს.

მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიწოდება, რისი გამწვევი მიზეზიც რეგიონში კრიპტოვალუტის მაინინგით ელექტროენერგიაზე რეკორდულად გაზრდილი მოთხოვნა და ენერგოქსელის გადატვირთვაა. 

"ბოლო წლების განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტი მუდმივად დგას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის წინაშე.

ამ მხრივ კი მდგომარეობა ყოველ წელს უფრო მეტად მძიმდება და დღეს გვაქვს მოცემულობა, სადაც ელექტროენერგიის მოხმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ჩვენ ნამდვილად გვემუქრება მუნიციპალიტეტის სრული ჩაბნელების  საფრთხე, რისი თანამდევი პროცესიც, არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო დისკომფორტი, არამედ ტურისტული სეზონის ჩავარდნა იქნება. პანდემიის პერიოდში, ისედაც შემცირებული ტურისტული ნაკადების ფონზე, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის.

დასამალი არ არის, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის მთავარი მიზეზი ე.წ მაინერების მომრავლებაა.

სს ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სრული მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჭიროა 7 მეგავატი ელექტროენერგია. ამის ფონზე კი დღეს მესტიის მუნიციპალიტეტი მოიხმარს 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას, საყურადღებოა ისიც რომ გასული წლების მონაცემებთან შედარებით დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი.

არსებული ელექტროგადამცემი ხაზები ვერ უძლებენ გათვალისწინებულზე ოთხჯერ მეტ დატვირთვას, რის შედეგადაც გახშირდა დაზიანებები.

დღეისათვის დაზიანებულია ენგურჰესის ხაზი და ელექტროენერგიის მოწოდება ხდებოდა ალტერნატიული ხაზიდან (ლაჯანური) რომელიც ასევე დაზიანდა.

არსებული ქსელის შესანარჩუნებლად სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ უწევს დატვირთვის შემცირება და მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება. გრაფიკი გაგრძელდება ალტერნატიული ხაზის აღდგენამდე.

დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა. ჩვენ ვცხოვრობთ პატარა სოციუმში, სადაც ყოველდღიურად ვხვდებით ერთმანეთს, გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობები, პატივი ვცეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ოჯახებს და შვილებს, გამოვრთოთ მაინერები და დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, სადაც ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვა არავის მოერიდება. მიუღებელია კონკრეტული ადამიანების მიერ "იოლი" ფულის მიღების სურვილს, მთელი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ინტერესი ეწირებოდეს.

ელექტროგადამცემი ხაზები ვერაფრით გაუძლებენ აღნიშნული რაოდენობის დატვირთვას. ვიფიქროთ ერთმანეთზე და ავირჩიოთ ნათელ გარემოში ცხოვრება", - აღნიშნულია მესტიის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები:

🔳 "განუზომელია თქვენი ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთელი ქართველი ერის წინაშე" - თბილისის სასულიერო აკადემია, პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44-ე წელს ულოცავს 

🔳 სააკაშვილი: ერთი მაგარი კლუბიც უნდა გაიხსნას სუსის შენობაში მას შემდეგ, რაც სუსი გაუქმდება

🔳 ირაკლი ღარიბაშვილი - შობას ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს!

🔳 თამარ ჟამურაშვილი: ომიკრონი, სავარაუდოდ, ასრულებს პანდემიას... მეცნიერება აქაც იმარჯვებს! მარცხდებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც მეცნიერების წინააღმდეგ ილაშქრებენ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792091717

ახალი ამბები

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი [სანქციების დაწესებას]

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი გუნდისთვი...

მთავარი არხის დირექტორი

1792089497

ახალი ამბები

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლ...

პროკურატურა პროკურატურა

1792088757

ახალი ამბები

ვარკეთილში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო

ვარკეთილში ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ გაზქურაზე აალება მოხდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ექსკლუზივს“ განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავლაბარში ხანძარი ლიკვიდირებულია

1792086808

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონა...

ირაკლი კობახიძე

1792085735

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით

„არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...

ირაკლი ნადარეიშვილი