თამარ ჟამურაშვილი: ომიკრონი, სავარაუდოდ, ასრულებს პანდემიას... მეცნიერება აქაც იმარჯვებს! მარცხდებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც მეცნიერების წინააღმდეგ ილაშქრებენ
გერმანიაში მოღვაწე ექიმ-ინფექციონისტი, თამარ ჟამურაშვილი თვლის, რომ ომიკრონი იქნება პანდემიის დასასრული და 2022 წლის ბოლოს ყველა ცოცხალ ადამიანს ექნება იმუნიტეტი.
"არ შემეძლო ეს ინფორმაცია არ გამეზიარებინა მათთვის, ვინც რეალურად აფასებს სიტუაციას და სჭირდება მეცნიერულად დასაბუთებული რჩევა!
კაუნტდაუნი დაიწყო...
ომიკრონი, სავარაუდოდ, ასრულებს პანდემიას...
ეს ნიშნავს, 2022 წლის ბოლოს ყველა ცოცხალ ადამიანს ექნება იმუნიტეტი!
კატეგორია 1: ვაქცინირებული
კატეგორია 2ა: სრულად გამოჯანმრთელებული >>ვაქცინირებული (უმეტესწილად)
კატეგორია 2ბ: ლონგ-კოვიდი, პოსტ-კოვიდი (ბედნიერია ვინც არ იცის ეს ორი მდგომარეობა რას ნიშნავს) >>არავაქცინირებული (უმეტესწილად)
კატეგორია 3: გარდაცვლილი >>არავაქცინირებული (უმეტესწილად)
მილიარდობით ადამიანია უკვე აცრილი და არანაირი განსაკუთრებული გართულება mRNA ვაქცინების არ გამომჟღავნებულა.
ასე რომ არც ერთი სერიოზული და მეცნიერულად გამართლებული არგუმენტი ვაქცინაციის წინააღმდეგ აღარ არსებობს!!
მეცნიერება აქაც იმარჯვებს! მარცხდებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც მეცნიერების წინააღმდეგ ილაშქრებენ,
თავს იღუპავენ და სხვასაც ღუპავენ!
‼ მე-2ა კატეგორიაში მოხვედრა გაცილებით გაუდვილდებათ ვაქცინირებულებს. ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბარი უკვე უხერხულია და აღარც ვაპირებ.
პოპულისტ ფანატიკოსებთან დღევანდელ დღეს დასაკარგი დრო ნამდვილად არ არის.
პრობლემა ის არის, რომ სწორედ ეს კატეგორია გადაავსებს კლინიკებს და ჩამოშლის სამედიცინო სისტემას, რაც უკვე წლის დასაწყისში შეიძლება მოხდეს.
ეს რეალური პროგნოზი და არა წინასწარმეტყველებაა!
ამიტომ დღეს ბუსტერის აუცილებლობას მინდა ხაზი გავუსვა!!!
mRNA-ვაქცინების მე-2 აცრიდან 15 კვირაში დაცვა მკვეთრად მცირდება, სწორედ ამიტომაც შემცირდა მე-2 აცრასა და ბუსტერს შორის ხანგრძლივობა 3 თვემდე.
ყველას, ვინც 3 თვის წინ ხართ აცრილები, სასწრაფოდ გჭირდებათ მე-3 დოზა!!!
სასწრაფოდ გჭირდებათ მე-3 დოზა!!!
სასწრაფოდ გჭირდებათ მე-3 დოზა!!!
სასწრაფოდ გჭირდებათ მე-3 დოზა!!!
‼ აუცილებელია ვაქცინაციის ცენტრების დახმარება და ვაქცინაციის დაჩქარება.
‼ პირველადი ჯანდაცვის რგოლი კიდევ ერთხელ საჭიროებს დახმარებას!!
‼ ნუ დააკავებთ საწოლებს კლინიკებში პაციენტებით, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ!
‼ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდება და ამისთვის მომზადებაა საჭირო!!
გისურვებთ ჯანმრთელობას და სწორი გადწყვეტილებების მიღებას!!!
თქვენი ჯანმრთელობა თქვენ ხელთაა, ნაწილობრივ მაინც!!!" - წერს ჟამურაშვილი ფეისბუკგვერდზე.
სხვა სიახლეები:
🔳 მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს კორონავირუსი დაუდასტურდა
🔳 "ომიკრონი, სავარაუდოდ, ასრულებს პანდემიას… თავს ნუ ვიტყუებთ" - გიორგი ფხაკაძე
🔳 კატა ჭამს ვირთხას - როდის დასრულდება პანდემია მიხეილ ცაგარელის პროგნოზით
1793986479
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში
სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...
1793984690
ახალი ამბებიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...
1793983890
ახალი ამბებიპრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...































