მეუფე იაკობი რუსეთ-უკრაინის ომზე: 2 სლავი ერი დაატაკეს ერთმანეთს, სიკვდილს უცხოელები ასპონსორებენ

ბოდბელმა ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ 2 სლავი ერი [რუსეთ-უკრაინა] ვეღარ გაერთიანდება, რადგან ომის შემდგომ ერთმანეთის სიძულვილი დიდხანს გაჰყვებათ.
როგორც ბოდბელი ეპისკოპოსი აცხადებს, უკრაინაში სიკვდილს უცხოელები ასპონსორებენ.
„2 სლავი ერი [რუსეთ-უკრაინა] დაატაკეს ერთმანეთს. ვეღარ გაერთიანდებიან, ეს ზიზღი და სიძულვილი დიდხანს გაჰყვებათ. იმ ძალებმა, რომლებმაც სლავების გაერთიანება არ უნდოდათ გააკეთეს ისე, რომ დააჯახეს ერთმანეთს, მიდის სისხლისმღვრელი ომი. ორივე მხარეს [რუსეთ-უკრაინას] თავის სპონსორები ჰყავს. ვითომ მართლმადიდებელი ერებია...სიკვდილს ასპონსორებენ უცხოელები. იმათმა რა ჭკუა უნდა გვასწავლონ?! ჩვენი ერისთვის მშვიდობა გვინდა. ჩემთვის არავინ არ არის ავტორიტეტი, არც ევროკავშირის ლიდერი, არც რუსეთის და ასე ნებისმიერი ქვეყანა ვინც არ უნდა იყოს, რომელსაც ჩემი ქვეყანა არ უყვარს და ჩემ ხალხს პატივს არ სცემს.
რაც არ უნდა ირბინონ, რაც არ უნდა სანქციები დააწესონ - ქართველებს ვერ მოგვერევიან. ჩვენ, ჩვენ თავსაც, დავიცავთ და ღმერთი, ნახავთ, რასაც უზამს თითოეულ მათგანს, ჩვენ არ ვიყოთ შურისმაძიებლები. კარგად ხედავთ, თუ რა პროცესები მიდის. ვინც დაგვეჯახა რა დღეში არიან, ვინც წესიერად გვეპყრობა ისინი ნორმალურ სიტუაციაში არიან. რა გინდათ, ასე რომ არყევთ საქართველოს?“ - აცხადებს მეუფე იაკობი.
1744475596
სპორტიქართველი მოჭიდავე ვახტანგ ლოლუა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბრატისლავაში ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში...
1744470972
ახალი ამბებიმიქანაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: რასაც პატრონები უბრძანებენ, ისე მოიქცევიან, იციან, 64-ვე მუნიციპალიტეტში პირწმინდად წააგებენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიცია პატრონების დავალებას ელოდება. მისი თქმით, ოპოზიციას რასაც უბრძანებენ, იმას შეასრულებს. „...
1744470434
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის მიერ რჩება ოკუპირებული, ეს არის მიზეზი, რატომაც არ განვიხილავთ 3+3-ის ფორმატში მონაწილეობას, რეალურად ის არის 3+2 ფორმატი
ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, გარდა რუსეთისა, რადგან საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის ფედერაციის მიერ რჩება ოკუპირებული, ეს არის მიზეზი, რის გამოც არ შეგვიძლია და არ განვიხილავთ 3+3-ის ფორმატში...
1744467119
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან უცხოელი აგენტები და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დაკვეთით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან თანამედროვე ბოლშევიკები და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათი მეთოდებიც ძალიან ჰგავს იმ მეთოდებს, რომლებსაც ბოლშევიკები იყენებდნენ, - განუცხადა საქართველოს პ...
1744467023
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ
ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთში ქართველ ჟურნალისტებთან,. პრემიე...