მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, სადაც სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ველოდებით

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ელოდებიან.

მისივე თქმით, დღევანდელ სინოდის სხდომაზე პროცედურულ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, სად სჯობს, რომ ჩატარდეს გაფართოებული კრება.

„მთავარი საკითხი, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, ერთადერთი საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ, არის პროცედურული საკითხები. ბევრი წვრილმანი, ნიუანსია, რის გამოც გაგრძელდა დიდხანს წმინდა სინოდის სხდომა. რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან დავიღალეთ, ბევრი ვიმსჯელეთ, დაწყებული იქიდან, სად სჯობს, ჩატარდეს კრება. გაფართოებულ კრებაზე დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. ამხელა კრების ჩატარება არ არის მარტივი ტექნიკური თვალსაზრისით. ბოლო გაფართოებული კრება, რომელსაც მეც ვესწრებოდი, იყო 1995 წელს. ის ჩატარდა სვეტიცხოველში, მაგრამ ამდენი ხალხი არ იყო. ახლა გადაწყდა, რომ სამების ტაძარში ტარდება, ოღონდ ამას დასჭირდება თავისი შეზღუდვები, დაცვა, ყველაფერი. გარდა ამისა, ვიმსჯელეთ, პროცედურა როგორი იქნება. დღევანდელი სინოდის შემდეგ კიდევ ერთი სინოდი იქნება, რომელზეც გამოვირჩევთ კანდიდატებს. ვფიქრობ, ესეც დიდხანს გაგრძელდება. სათითაოდ განვიხილავთ, ვინც შეიძლება, რომ იყოს კანდიდატი. კენჭისყრა იქნება სათითაოდ ყველა კანდიდატისთვის. ყველაზე მეტ ხმას ვინც მოაგროვებს, ის სამი კანდიდატი იქნება წარდგენილი გაფართოებულ კრებაზე“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე, როდის გაიმართება წმინდა სინოდის შემდეგი სხდომა, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ, მეუფე ნიკოლოზმა უპასუხა: „საერთოდ 60 დღე გვაქვს. ალბათ ეს იქნება პატრიარქის ორმოცამდე ან ორმოცის შემდეგ მალევე, რადგან კრებაც უნდა მოესწროს“.

რაც შეეხება გაფართოებულ კრებას, მეუფე ნიკოლოზის თქმით, აღნიშნული კრება პროცედურული საკითხებით არ არის დატვირთული და შესაძლებელია, ერთ დღეში დასრულდეს.

„იმედია, ერთ დღეში დასრულდება, რადგან გაფართოებული კრება იმდენად პროცედურული არ არის, რამდენადაც არის საჯაროობისათვის. ყველა ეპარქიებიდან იქნებიან წარმომადგენლები, ოღონდ არა ხმის უფლებით, არამედ სათათბირო ხმის უფლებით. აქ მოხდება სამი კანდიდატიდან ერთის გამორჩევა. ყველა საკითხზე ვიმსჯელებთ შემდეგ სინოდზე. პროცედურებზე ვსაუბრობდით და არა კანდიდატებზე. კანდიდატებზე, ასაკზე, განათლებაზე, ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ შემდეგ სინოდზე. შესაბამისი პროცედურებით დავადგენთ, ვინ შეიძლება საერთოდ იყოს კანდიდატი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, როგორც მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე დებულების შეცვლა გამორიცხულია.

„დებულების შეცვლა ამ ეტაპზე არის გამორიცხული, რადგან დებულება დაადგინა გაფართოებულმა კრებამ. დებულებაზე ზემდგომი კანონი არ არსებობს. არსებობს გაფართოებული კრება, ოღონდ ის არა, რომელიც ახლა იქნება. შემდეგ კრებას ახალი კათოლიკოს-პატრიარქი თუ მოიწვევს და ალბათ მოიწვევს, ბევრი საკითხი იქნება გასაახლებელი, რადგან რამდენიმე ხანი გავიდა 1995 წლიდან. ახლა ამ დებულებით ვიხელმძღვანელებთ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კიდევ ერთ კითხვაზე, მრევლის წევრები როგორ მოხვდებიან გაფართოებულ კრებაზე, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეთ მათ და ხომ არ იღებს ეს ფორმალურ ხასიათს, მეუფე ნიკოლოზმა უპასუხა:

„მეც ეგ ვკითხე ყველას, ყველა მაგას კითხულობს, რომ საერთოდ რა აზრი აქვს გაფართოებულ კრებას, მაგრამ უფრო საჯაროობისთვის არის ეს. შეიძლება მოვისმინოთ ვიღაცის ისეთი მოხსენება, რომელმაც შემდეგ სინოდის წევრების გადაწყვეტილებაზე მოახდინოს გავლენა. ჩვენ ყველას ვუსმენთ. შესაძლოა, რაღაც ისეთი გავიგოთ ამ კანდიდატებზე, რაც მანამდე არ ვიცოდით – კარგი ან ცუდი“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775226038

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი და თორნიკე ბერეკაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ბერეკაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პ...

ლევან მაჭავარიანი

1775225824

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის ექსპერტზე: თვითონვე აღიარებს, რომ არც შესაბამისი დრო და საშუალება ჰქონდა საკითხებს ფუნდამენტურად ჩასწვდომოდა და რაც დაწერა, იმასთან დაკავშირებითაც არ გააჩნდა მკაფიო მტკიცებულებები

თვითონვე აღიარებს, რომ არც შესაბამისი დრო და საშუალება ჰქონდა საკითხებს ფუნდამენტურად ჩასწვდომოდა და შეესწავლა, ამავდროულად რაც დაწერა, იმასთან დაკავშირებითაც არ გააჩნდა მკაფიო მტკიცებულებები, - განაც...

ირაკლი ქადაგიშვილი

1775223709

ახალი ამბები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, სამების ტაძარში გაიმართება

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის, მეუფე ილარიონის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. როგორც სინოდის დასრულების შემდეგ მეუფე ილარიონმა ა...

სამების ტაძარი

1775222969

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია. „მეტი დრო რომ მოგვეცეს, მარტივად გავხსნით ჰორმუზის სრუტეს, ავიღებთ ნავთობს და გავმდიდრდებით....

ტრამპიტრამპი

1775221646

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6989 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი