ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: გვინდა, გამოვეხმაუროთ ცხოველთა თავშესაფარში მომხდარ პროვოკაციულ და ვანდალურ ფაქტს - სააგენტო გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს და უზრუნველყოფს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში მომხდარ პროვოკაციულ და ვანდალურ ფაქტს, სადაც მოქალაქეთა ჯგუფის მიერ თავშესაფრის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ძალადობრივ შეჭრას“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ავრცელებს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საკითხის სიმძიმიდან გამომდინარე,  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს და უზრუნველყოფს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას!

„კიდევ ერთხელ, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მუნიციპალური თავშესაფარი არის სრულიად გამჭვირვალე და ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს საშუალება ჰქონდა სამუშაო დღეებში, 15:00-დან 17:00 საათამდე მოენახულებინა აქ მყოფი ცხოველები!

ამ გარემოების გათვალისწინებით, ძალადობრივი შეჭრის აუცილებლობა არ არსებობდა, რაც სააგენტოს შეფასებით მიუთითებს, რომ აღნიშნული ქმედება იყო პროვოცირებული და წინასწარ ორგანიზებული. ფაქტს წინ უძღოდა სააგენტოს დისკრედიტაციისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ვრცელდებოდა გადაუმოწმებელი და ცილისმწამებლური ბრალდებები, თითქოს მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველთა მიმართ ადგილი ჰქონდა სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას.

მიუხედავად არსებული დაძაბული ფონისა, ვითარების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, თავშესაფრის ადმინისტრაციამ და პერსონალმა გამოთქვეს მზაობა მოქალაქეებისთვის თავშესაფრის ტერიტორიის სრულად დათვალიერების.

მოქალაქეთა შეყვანა თავდაპირველად მიმდინარეობდა ეტაპობრივად და კონტროლირებად რეჟიმში, რათა ყველა დაინტერესებული პირი ადგილზე გაცნობოდა რეალურ ვითარებას. თუმცა, ამის მიუხედავად, ვითარება გამოვიდა კონტროლიდან, როდესაც აღნიშნულმა ჯგუფმა პროვოკაციული მოქმედებები განახორციელა და თავშესაფრის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა მასობრივ და არაკონტროლირებად შეჭრას. მათ შეჭრის პროცესში თვითნებურად გახსენს ვოლიერები და გამოუშვეს დაავადებული და ტრავმირებული ცხოველები.

ასევე, უნებართვოდ მოხდა დაკბენებისათვის განკუთვნილ იზოლირებულ სივრცეში შესვლა და იმ ცხოველების გაყვანა, რომლებიც კანონითა და შესაბამისი რეგულაციებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადით იმყოფებოდნენ ცოფზე დაკვირვების მიზნით, რაც განსაკუთრებულად საფრთხის შემცველი ქმედებაა.

ქაოსურმა და აგრესიულმა გარემომ ცხოველებში გამოიწვია ძლიერი სტრესი და პანიკა, რის შედეგადაც, ერთ-ერთ ძაღლს განუვითარდა ეპილეფსიური შეტევა. ამ პროცესში თავშესაფრის ვეტერინარებსა და თანამშრომლებს არ მიეცათ შესაძლებლობა, დროულად გაეწიათ შესაბამისი დახმარება დაზიანებული და ავადმყოფი ცხოველებისთვის!შემთხვევის დროს ადგილი ჰქონდა თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას და სააგენტოს საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

ვითარების განმუხტვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელმაც მოქალაქეთა გაყვანა უზრუნველყო. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და ყველა პასუხისმგებელი პირის ქმედებაზე განხორციელდება კანონით გათვალისწინებული რეაგირება“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775223709

ახალი ამბები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, სამების ტაძარში გაიმართება

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის, მეუფე ილარიონის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. როგორც სინოდის დასრულების შემდეგ მეუფე ილარიონმა ა...

სამების ტაძარი

1775222969

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია. „მეტი დრო რომ მოგვეცეს, მარტივად გავხსნით ჰორმუზის სრუტეს, ავიღებთ ნავთობს და გავმდიდრდებით....

ტრამპიტრამპი

1775221646

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6989 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1775220947

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალ...

პროკურატურა

1775219644

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო. საქართვე...

პროკურატურა