მეუფე ნიკოლოზი - რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ სააკაშვილი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი

„მიხეილ სააკაშვილმა აღსარება თქვა, ეზიარა, ხანგრძლივი ლოცვები მოისმინა და შვიდჯერ იცხო ზეთი - ამბობენ, რომ ასეთ დროს ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება“,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან , ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრა.

როგორც მეუფემ თქვა, მიხეილ სააკაშვილს თხოვნის საფუძველზე, 7-ჯერ ზეთისცხების საიდუმლო შეუსრულა.

„დღეს გორში ჩამოვედი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მისი თხოვნა იყო. მას საიდუმლოება შევუსრულე. ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოება არსებობს და მეექვსე საიდუმლოება, რომელიც მას მიღებული არ ჰქონდა, ეს არის ზეთის კურთხევის საიდუმლო.

ეს არის ლოცვები, რომელზეც პირადად 2 საათი მჭირდება ხმამაღალი კითხვისას, რომ მთლიანად შევასრულო.

7-ჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შევასრულე, რომლის დროსაც ადამიანის ფიზიკური განკურნებაც ხდება. ამბობენ, რომ ასეთ დროს ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება.

ძალიან საინტერესო შინაარსის ლოცვებია და ორივეზე არის ერთდროულად ყურადღება გამახვილებული, ადამიანის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. პირჯვარი უნდა გადავიწერო და გითხრათ, რომ ღრმად მწამს, ეს მის ჯანმრთელობაზე ძალიან კარგად იმოქმედებს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მეუფე აღნიშნავს, რომ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.

„ძალიან დასუსტებული მომეჩვენა იმასთან შედარებით რაც იყო. ჯერ პირველად ვნახე, მეორეჯერ ციხეში ვაზიარე. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ შიმშილობის თითქმის 40 დღე იყო გასული, მაშინ ფიზიკურად უფრო უკეთესად მომეჩვენა“,-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საპატრიარქოს მხრიდან განცხადება მიხეილ სააკაშვილთან მის ვიზიტს კი არა, არამედ მის კომენტარებს მოჰყვა.

„მე საქმე გავაკეთე. 7-ჯერ ვაცხე ყოველგვარი კომენტარების გარეშე. კრიტიკას იმით ვუპასუხებ, რომ მოვედი, ვაცხე ზეთი და კომენტარს არ ვაკეთებ“,-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მან განმარტა ისიც, რომ პატრიარქმა ადრე მიხეილ სააკაშვილის ლოცვა-კურთხევის უფლება მისცა.

„მე პატრიარქთან თავის დროზე შევათანხმე მისი ზიარება და რადგან მისგან მივიღე ის ლოცვა-კურთხევა, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა წესების შესრულების უფლებაც მაქვს“,-განაცხადა ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, რაც დრო გადის უფრო რწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია.

„რაც დრო გადის უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. აღსარება თქვა და ეზიარა, ახლა ხანგრძლივი ლოცვები მოისმინა და შვიდჯერ იცხო ზეთი, ახალი აღქმის შვიდი საიდუმლოდან, ექვსი მასზე შესრულებულია და მეშვიდე ჯერ კიდევ ადრეა.

მე გახლავართ მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი და ყოველ ჩემს სამღვდელო მოქმედებაზე ლოცვა-კურთხევის აღება არ შედის ჩვენს უფლება-მოვალეობებში. მე პატრიარქთან შევათანხმე მისი ზიარება და რადგან მივიღე ლოცვა-კურთხევა ეს ნიშნავს, რომ მაქვს უფლება სხვა წესებიც შევასრულო“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი თემები:

🔵 „პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის გაიგივება 40 დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა“-საპატრიარქო სააკაშვილის ზიარებაზე

🔵 შემოქმედელი მიტროპოლიტი მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794203605

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო განხილვაზე: მოპასუხე მხარე ყველანაირად ეცდება, კონკრეტულ საკითხებზე პასუხის გაცემას თავი აარიდოს

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან განაახლებს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სარჩელში წარმოდგენილ ბრალ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1794202631

ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხე...

შალვა პაპუაშვილი

1794199809

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

9 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +9 და ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი,...

ამინდი

1794199519

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და აგენტურა გავა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტიდან

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან განაახლებს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის...

 დავით მათიკაშვილი

1794169243

საზოგადოება

ზაზა შათირიშვილი: კარგა ხანია, რაც რადიკალების რიტორიკაში ევროპა იქცა ისეთ რიტორიკულ ფიგურად, რომელსაც რეალურ პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს, ევროპა მათ მეტყველებაში ნიშნავს დაახლოებით აღთქმული მიწა ან ზეციური იერუსალიმი

კარგა ხანია, რაც რადიკალების რიტორიკაში ევროპა იქცა ისეთ რიტორიკულ ფიგურად, რომელსაც რეალურ პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს არის არა იმდენად პოლიტიკური, რამდენადაც რელიგიური ტერმინი, ევროპა მ...

ზაზა შათირიშვილი