მეუფე შიო: თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, მეტად გვმართებს, მოვუფრთხილდეთ ოჯახს, ვილოცოთ და ვიზრუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ოჯახი გადარჩეს და გაძლიერდეს

 სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

 

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ოჯახი არის უდიდესი ფასეულობა და განძი, რომელიც ღმერთმა კაცობრიობას უბოძა.

 

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალის მერო, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, მთავრობის წევრებო, მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, დედანო, ძმებო და დებო, გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ, ილია მეორის ლოცვა-კურთხევას.

ჩვენ ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებით ვფიქრობთ ოჯახის ცნებაზე, მის მნიშვნელობაზე. ეს არის უდიდეს ფასეულობა და განძი, რომელიც ღმერთმა უბოძა კაცობრიობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური დებულება, ოჯახის შესახებ, რომ ის ევოლუციის შედეგად კი არ წარმოიშვა, რომ ცალ-ცალკე იყვნენ, ცხოვრობდნენ მამაკაცები და ქალები და ერთ მშვენიერ დღეს მოიფიქრეს, რომ დააწესონ ოჯახური ცხოვრების წესი... ასე არ იყო, არამედ, თავიდანვე, ადამიანი ღმერთმა შექმნა ადამიანი, როგორც ოჯახი. ბიბლია გვაუწყებს ჩვენ, რომ უფალმა თქვა, არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა, გავუჩენ მას შემწეს, მის შესაფერს, და შეუქმნა ღმერთმა ადამს ცოლი. აკურთხა ისინი და თქვა - აღორძინდით და გამრავლდით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა. ასე დადგინდა კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ეს განსაკუთრებული ცხოვრებისეული კავშირი - ოჯახი. ახალი აღთქმის პერიოდში, ქრისტეს ეკლესიაში, ოჯახმა კიდევ უფრო აღმატებული მნიშვნელობა შეიძინა.

მას მცირე ეკლესიასაც უწოდებენ, ან სახლის ეკლესიას, იმიტომ, რომ ეს არის ნაწილი და სახე დიდი მსოფლიო ეკლესიის. მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, ოჯახი უფალი იესო ქრისტესა და ეკლესიის კავშირის სახედ მოიაზრება. წმინდა მოციქული პავლე წერს, რომ კაცია თავი ცოლისა, როგორც ქრისტეა თავი ეკლესიისა. შემდეგ დასძენს: ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა თავისი ეკლესია და თავ დასდო მისთვის.

მაშასადამე, ოჯახში, ქორწინებაში, ქმარი არის სახე ქრისტესი, ხოლო ცოლი - ეკლესიის. მეუღლეებს ეძლევათ ჯვრისწერის დროს ეს მადლი, რომ თავიანთი ერთობა წარმართონ სიყვარულით, იყვნენ ერთ ხორც და ერთ სულ. ამრიგად, ქორწინებაში ადამიანის პიროვნებაც მთლიანდება და ეს ერთობა მარადიულია, თუ არ დაარღვია ადამიანმა. მეუღლეებს ასევე ეძლევათ მადლი, შვილიერების, რომ ქრისტიანულად აღზარდონ თავიანთი შვილები. ოჯახი ასევე არის, გარდა იმისა, რომ ეკლესიის სახეა, სამრევლო თემის სახეც არის. ამ მცირე ეკლესიაში ქმარი არის როგორც მღვდელი, ხოლო ცოლი და დედა, როგორც მისი თანაშემწე, დიაკვნის მსახურებას განასახიერებს. შვილები კი არიან მათი სამწყსო, ის მრევლი, რომელიც მათ ღმერთთან უნდა მიიყვანონ. ეკლესიის მიზანი არის მისი წევრების გადარჩენა. ჩვენ ვიკრიბებით დედაეკლესიაში, რომ სული გადავირჩინოთ და სხვებსაც დავეხმაროთ ამაში.

ასევე, ოჯახშიც, მცირე ეკლესიაშიც, ადამიანები იკრიბებიან, რომ უყვარდეთ ერთმანეთი და სული გადაირჩინონ. ეს არის სივრცე ძმებო და დებო, რომელზეც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ ამ სულიერ სივრცეში მკვიდრობს უფალი. ეს არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთსიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ. ამდენად, ეს არის უდიდესი განძი და ფასეულობა ღვთის მიერ ბოძებული, რომელიც ადამიანმა ერთხელ უნდა შექმნას და მთელი ცხოვრება თვალისჩინივით უფრთხილდებოდეს. ამიტომ ამბობს უფალი იესო ქრისტე: ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი.

ამდენად, ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, ჩვენ მეტად გვმართებს რომ მოვუფრთხილდეთ ოჯახს, ოჯახის სიწმინდეს, ოჯახის ღირებულებებს და ვილოცოთ და ვიზრუნოთ მისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ოჯახი გადარჩეს და გაძლიერდეს. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეკრება და ლოცვითი მსვლელობა", - განაცხადა მეუფე შიომ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747486455

ახალი ამბები

მეუფე შიო - ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებებით ძალიან გაბედული და ქმედითი ნაბიჯები გადადგა შარშან მიღებული კანონით სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ

 „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებებით ძალიან სასიკეთო, გაბედული და ქმედითი ნაბიჯები გადადგა, ვგულისხმობ შარშან მიღებულ კანონს სოდომური ცოდვის...

მიტროპოლიტი შიო

1747484875

ახალი ამბები

პრემიერი - დღეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ქვეყანა, დღეს არის ერთიანობის ზეიმი

 „დღეს არის ერთიანობის ზეიმი დასაზოგადოება გაერთიანებულიასიყვარულის, ტრადიციული ფასეულობების,პატივისცემის იდეის გარშემო და ეს არისძალიან მნიშვნელოვანი ჩვენიქვეყნისთვის“, - ამის შესახებ საქართველოსპრემ...

ირაკლი კობახიძე

1747484714

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ყველა ოჯახს უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე და ოჯახის სიწმინდის დღის ჩუქებისათვის კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

 „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს. „ერთი დიდი ოჯახია საქართველო, სამშობლო, რომლისთვისაც ბრძოლა არასდროს უნდა შეწყდეს. ყველა ოჯახს უნდ...

მამუკა მდინარაძე

1747481396

ახალი ამბები

ნინო ფოჩხუა ოჯახის სიწმინდის დღეზე: როგორ გინდა მოერიო ამ ხალხს, რაც არ უნდა ფული დახარჯო და მოისყიდო უსამშობლო ადამიანები - გამოჩნდა ერთი ქართველი, რომლის უდიდესი ძალისხმევით ჩვენი სამშობლო გადაურჩა იმ გამოწვევებს, რაც დღეს მსოფლიოშია

 „აი ეს არის ნამდვილი, ქვეყნის მოყვარული ხალხი, რომელიც უპირობო მხარდამჭერია იმ პოლიტიკის, რომელსაც ახორციელებს "ქართული ოცნება," რომელსაც უნდა მშვიდობა და საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობა“, - წერს ექსპ...

 ნინო ფოჩხუა

1747479486

ახალი ამბები

ცოტნე ივანიშვილი: გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს - მნიშვნელოვნად მიმაჩნია, დავიცვათ ტრადიციები, პატივი ჩვენს მშობლებს

 ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი იმყოფება. „გილოცავთ თქვენ და სრ...

ივანიშვილკ