მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს.

მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე. მათ შორის არიან ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად, აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებას განახორციელებს რეგულარულად, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750418565

საზოგადოება

„ქართული ოცნება“: ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსების ვალდებულება ბიძინა ივანიშვილს როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატს დაეკისრა, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მორიგ ჯერზე ცდილობს სიცრუის ტირაჟირებას

პარტია „ქართული ოცნება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ქონებრივი დეკლარაციის შე...

ოცნება ქართული

1750418229

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციის შევსებაზე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მორიგ ჯერზე ცდილობს, სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას

„ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციის შევსების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მორიგ ჯერზე ც...

ქართული ოცნება

1750415423

ახალი ამბები

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკანორ მელიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წი...

ნიკა მელია - პოლიტიკოსი

1750413764

საზოგადოება

ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ქარგვის ამ სახეობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ინიციატორ...

ნაჭრელანაჭრელა

1750413151

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანში, სულ მცირე, 35 სარაკეტო დანადგარი გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელმა ირანში, სულ მცირე, 35 სარაკეტო დანადგარი გაანადგურა. „ისრაელის საჰაერო ძალების მიერ დღეს დილით განხორციელებული დარტყმების ტალღამ ირანის ქალაქ თავრიზსა...

ისრაელის თავდაცვის ძალები