მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს.

კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე, მათ შორის - ბანგლადეშის, ინდოეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, უზბეკეთის, თურქეთის, ერაყის, ჩინეთის, ბურკინა-ფასოს, ფილიპინების, იორდანიის, რუსეთის, ტაილანდის, სუდანისა და ნეპალის მოქალაქეები. ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებებმა ერთგვარი პრევენციული ხასიათის დატვირთვა მიიღო, რამაც საქართველოში მყოფი უცხოელი არალეგალების მხრიდან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება გამოიწვია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველო ნებაყოფლობით უკვე 2030-მა უცხოელმა არალეგალმა დატოვა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775247093

ახალი ამბები

დღეს ლაზარეს შაბათია

მართლმადიდებელი ეკლესია ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდება. წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღ...

დღეს ლაზარეს შაბათია

1775246120

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ...

ზურაბ ქადაგიძე

1775243796

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება

„ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ სხვა ქვეყნებიც, რომ საქართველოსთან დიალოგის ფორმატის გახსნა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1775241804

ახალი ამბები

მეუფე სტეფანე: პატრიარქის გადაწყვეტილებას ვენდობი და არანაირი არჩევანი გასაკეთებელი არ მაქვს - ვხედავთ მეუფე შიოს საქმიანობას და კმაყოფილი ვარ

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, ასევე ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებას ენდობა და მას არანაირი არჩევანი გ...

მეუფე

1775241139

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ხელისუფლებაში ეკა გიგაური რომ იყოს, რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებდა თუ ომს დაიწყებდა ტერიტორიების გასათავისუფლებლად?

„ხელისუფლებაში ეკა გიგაური რომ იყოს, რას გააკეთებდა ისეთს რუსეთთან მიმართებაში, რასაც მოქმედი ხელისუფლება არ აკეთებს? ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებდა, თუ ომს დაიწყებდა ტერიტორიების გასათავისუფლებლად?“...

გია ვოლსკი