ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება

„ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ სხვა ქვეყნებიც, რომ საქართველოსთან დიალოგის ფორმატის გახსნა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას.

მისივე თქმით, სლოვაკეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ასევე მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზეც შეთანხმდნენ.

„ჩვენ შევთანხმდით რიგ საკითხებზე, როგორც პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ჩვენ შევთანხმდით ასევე მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე. უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება.

სლოვაკური მხარე ძალიან ნათლად აღიქვამს და ფაქტობრივად, ჩვენს პოზიციაზე დგას იმ უსამართლობასთან დაკავშირებით, რომელსაც ბრიუსელი საქართველოსთან მიმართ იჩენს. ისინი აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია დიალოგის არ არსებობა და დიალოგის დაბლოკვა. შესაბამისად, ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ ასევე სხვა ქვეყნებიც, რომ დიალოგის ფორმატის გახსნა საქართველოსთან არის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა სამხარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი დღეს დასრულდა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775234180

ახალი ამბები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ - ვებგვერდზე www.naec.ge გამოაქვეყნა. „ცნობარი აბიტუ...

ეროვნული გამოცდები

1775232662

ახალი ამბები

მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, სადაც სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ველოდებით

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდ...

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი

1775230611

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი3 აპრილი, 2026 წელი. თბილისი 2026...

ეკლესია

1775229060

ახალი ამბები

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: გვინდა, გამოვეხმაუროთ ცხოველთა თავშესაფარში მომხდარ პროვოკაციულ და ვანდალურ ფაქტს - სააგენტო გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს და უზრუნველყოფს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში მომხდარ პროვოკაციულ და ვანდალურ ფაქტს, სადაც მოქალაქეთა ჯგუფის მიერ თავშესაფრის ტერიტ...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო:

1775226965

მსოფლიო

რომის პაპმა სატელეფონო საუბრისას ისრაელის პრეზიდენტს მოუწოდა, ირანის წინააღმდეგ ომი დაასრულოს

პაპმა ლეო XIV-მ და ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა პასექისა და აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით ტელეფონით ისაუბრეს. ვატიკანის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს პაპმა ჰერცოგს მოუწოდა, „ხელახლა გ...

რომის პაპი