მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოდან გაძევების მიზნით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნიდან გაძევების მიზნით ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ
მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ნ.მ. დააკავეს.
„აღსანიშნავია, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დაიხვეწა საქართველოში როგორც არალეგალურად, ასევე, ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის
მოქალაქეთა გაძევების მექანიზმები, რაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მათი ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირის მონაწილეობით, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც დაკავებული, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და
გამოირჩეოდა აგრესიულობით“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული ქმედების გამო, ნ.მ. დაკავებულ იქნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით, რაც წვრილმან
ხულიგნობასა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ჩადენილი სამართალდარღვევის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მ.ნ-ს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა 4000 ლარის ოდენობით.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის საქართველოდან გაძევების ღონისძიებაგანახორციელეს. მას ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდა.
1762630481
სპორტიევროპის ჭაბუკთა თასზე ალექსი გულუამ ვერცხლი, გიორგი კაპანაძემ კი ბრინჯაო მედალი მოიპოვა
უნგრეთის ქალაქ გიორში ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასი მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ტურნირზე ალექსი გულუამ (-60 კგ) ვერცხლი, გიორგი კაპანაძემ (-66 კგ) კი ბრინჯაო მედალი მოიპო...
1762628717
საზოგადოებადიმიტრი სამხარაძე წალენჯიხის მერიის შენობიდან დროშების ჩამოხსნაზე: ნახევრად ჩამოჭრილ ჩვენს სახელმწიფო დროშაზე მიკერებული ევროკავშირის დროშა, დროშა არ არის, ეს იყო ნაცური დროშა!
„ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, წალენჯიხის მერიის შენობიდან დროშების ჩამოხსნის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ წალენჯიხა დაუბრუნდა წალენჯიხელებს და საქართველოს...
1762626138
ახალი ამბებისაქართველოს კალათბურთის ფედერაციას კვლავ ვიქტორ სანიკიძე უხელმძღვანელებს
საქართველოს კალათბურთის ფედერაციას კვლავ ვიქტორ სანიკიძე უხელმძღვანელებს. ფედერაციის საანგარიშო სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა, ბოლო წლების მიღწევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ახალი ციკლის პერ...
1762624345
საზოგადოება10 ნოემბრიდან B კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის არაგეგმური გამოცდის დაჯავშნა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი
მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 10 ნოემბრიდან B კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის არაგეგმური გამოცდის დაჯავშნა ელექტრონულად იქნება შე...
1762623108
საზოგადოებალევან მახაშვილი: თუ თავს დაუხრი ბრიუსელს და მის ჭკუაზე ივლი, მაშინ შენთვის ყველაფერი „მოსულა“ და ყველა მიმართულებით პროგრესი გაქვს, მაგრამ თუ გადაწყვეტ, რომ შენი ეროვნული ინტერესებით იმოქმედო, მაშინ ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ
ყველაზე მეტად უსამართლო იყო ის ბრალდებები, რაც მოვისმინეთ, იგივე ბრალდებები, თუმცა, მაინც, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვ...


























