მიხეილ სარჯველაძე: ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივა საზოგადოების საჭიროებების მიმართ სრულად რელევანტურია

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებით, საზოგადოების საჭიროებების მიმართ სრულად რელევანტურია. ეს ერთმნიშვნელოვნად დადებითი პროექტია და არავითარი სპეკულაციის საფუძველს არ აჩენს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მინისტრი, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ აიკრძალება და ჩანაცვლებით მკურნალობაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, არც ერთი მოქალაქე, ვისაც ჩანაცვლებითი თერაპია სჭირდება, სათანადო მკურნალობისა და მომსახურების გარეშე არ დარჩება.

„ამაზე პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო. ამავდროულად, სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს, რომ აღნიშნული სერვისის მიწოდებისას, მაქსიმალურად დაცული იყოს საზოგადოების უსაფრთხოებისთვის აუცილებელი სტანდარტები. ეს არა უბრალოდ მოსაწონი და კარგი ინიციატივაა, არამედ საკმაოდ ამბიციური და საზოგადოებისთვის ერთმნიშვნელოვნად სიკეთის მომტანი პროექტია“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრის განცხადებით, ჩანაცვლებითი თერაპიისას, უცვლელი დარჩება პროგრამის დიზაინი.

„ამასთან, პროგრამა ორიენტირებული იქნება არა რომელიმე სუბიექტის გამდიდრებაზე, არამედ, ბენეფიციართა საჭიროებებსა და მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ამას პრემიერ-მინისტრმაც მკაფიოდ გაუსვა ხაზი.

რაც შეეხება ჩანაცვლებითი თერაპიის განმახორციელებელი ობიექტების დასახლებული პუნქტებიდან დისტანცირებას - ეს პრობლემა, რეალურად, ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ამ მიმართულებით, ბუნებრივია, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამდით, თუმცა, მუშაობა ახლა გაცილებით ინტენსიური გახდება.

პრემიერ-მინისტრისგან მივიღე კონკრეტული დავალება და ბუნებრივია, ეს უალტერნატივოდ, ზუსტად ისე შესრულდება, როგორც მან თავის გამოსვლისას აღნიშნა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ, ასევე, ისაუბრა კერძო კომპანიების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვაზე, რის შემდეგაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება.

„არც ერთი პაციენტი, ვისაც ფსიქოტროპული მედიკამენტები სჭირდება, სამკურნალო პრეპარატების გარეშე არ დარჩება. იქნება მკაცრი კონტროლი მათ გაცემაზე, ამასთან, მკაცრად გაკონტროლდება ყველა ჩართული სუბიექტი, რომ გარკვეულმა კომერციულმა ინტერესმა, მეტი ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება არ განაპირობოს. ვფიქრობთ, ამისთვის, აბსოლუტურად სწორი კონსტრუქცია იქნა შემუშავებული, რასაც ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს. საზოგადოებაც სწრაფად დაინახავს და მხარს დაუჭერს იმ დადებით შედეგებს, რაც ამ ინიციატივას ძალიან მალე მოჰყვება“, - დასძინა სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750879711

ახალი ამბები

თელავში კაცი დაჭრეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, ერთ-ერთ რესტორანში  გავრცელებული ცნობით, კაცი დაჭრეს. არსებული ცნობით, 64 წლის კაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექი...

პოლიცია, ლენტი

1750877357

ახალი ამბები

გოგიტა თოდრაძე: თბილისის გარდა სამი რეგიონია გამოკვეთილი, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი

დღეს გამოვაქვეყნეთ მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც, წინა აღწერასთან, ანუ 2014 წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა 5, 4 პროცენტით არის გაზრდილი, დაახლოებით, 200 ათასი კაცი...

გოგიტა თოდრაძე

1750874136

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ქართველი ხალხის მიერ არჩევნებზე გამოხატული ნების უგულებელყოფამ მიიყვანა ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე

„ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი ამ ე.წ. ოპოზიციას რა პოზიცია ექნება არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი - არჩევნების უგულებელყოფა და არჩევნებზე გამოხატული ქართველი ხალხის ნების უგულებელყო...

ირაკლი ქადაგიშვილი

1750872125

ახალი ამბები

სროლა ბათუმში - გავრცელებული ცნობით, დაჭრილია 1 ადამიანი

ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია 1 ადამიანი. დაჭრილი პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფ...

სროლა ბათუმში - გავრცელებული ცნობით, დაჭრილია 1 ადამიანი

1750871181

მსოფლიო

ტრამპი: მომავალ კვირაში ირანთან საუბარს ვაპირებთ, შესაძლოა, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარე მომავალ კვირას შეხვდება ირანს პოტენციური „ბირთვული შეთანხმების“ განსახილველად. ტრამპს მიაჩნია, რომ ირანს აქვს ნავთობის უპირატესობა, თუმ...

დონალდ ტრამპი