მიხეილ სარჯველაძემ იტალიაში ნარკოდამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ გახსნა. მონაწილეებს სიტყვით ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ და სხვადასხვა ქვეყნების მინისტრებმა მიმართეს.
შეხვედრის ფარგლებში ევროპარლამენტის წევრმა ლეტიცია მორატიმ იტალიაში მოქმედი სარეაბილიტაციო ორგანიზაციის, სან-პატრინიანოს, საქმიანობა წარადგინა. ორგანიზაცია დამოკიდებულების მქონე ადამიანების რეაბილიტაციაზე, განათლებასა და პროფესიული უნარების განვითარებაზე მუშაობს.
ნარკოდამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო შეხვედრაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველო ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ კოალიციას (ECAD) 2025 წლის ოქტომბერში შეუერთდა. კოალიციის დამფუძნებელ დეკლარაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კოპენჰაგენში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მოაწერა ხელი.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებსა და სამართალდამცავ მექანიზმებს შორის სათანადო ბალანსს მოითხოვს. ამ მიმართულებით საქართველოში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო უწყებებსა და სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობას უზრუნველყოფს.
მინისტრმა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან და დამოკიდებულებასთან დაკავშირებული გამოწვევები მუდმივად იცვლება, ამიტომ საჭიროა პრევენციისა და რეაბილიტაციის მიმართულებით ახალი, ეფექტიანი მიდგომების შემუშავება.
მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა ადრეული პრევენციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს განათლებას, ოჯახების ჩართულობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
შეხვედრის დასასრულს მიიღეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კოალიციის (ECAD) დეკლარაცია დამოკიდებულებების პრევენციისა და რეაბილიტაციის შესახებ, რომელიც პრევენციის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
1792779921
ახალი ამბებიცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ
საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინის...
1792777866
საზოგადოებაირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებს უნგრ...
1792775479
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ბათუმში,ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუხთარ ტლეუბერდის შეხვდა. მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-ყაზახეთის სტრატ...
1792774130
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესის მიმდინარეობის დროსაც კი, ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რითაც ჩვენს სარჩელს უფრო და მეტად ასაბუთებენ
„თავიანთივე სიტყვით აღიარებენ და ამავდროულად, დამატებით მტკიცებულებებს გვაძლევენ ჩვენი სარჩელის გასამყარებლად“, - განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციაზე საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თა...
1792770023
საზოგადოებაირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაც...


























