თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი, ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვიად გამსახურდიას პირველი პარლამენტის წევრი იყო, თენგიზ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა 90-იან წლებში სამხედრო გადატრიალებით დაამხო.
შარმანაშვილი მას მატყუარას უწოდებს და ამბობს, რომ როდესაც სამხედრო გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო.
როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, კუპრაძემ ეს იცის და ისიც იცის, რომ „ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს, მაგრამ ტყუილი სულს ურჩევნია“.
„ᲛᲐᲢᲧᲣᲐᲠᲐ! ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲡᲐᲛᲮᲔᲓᲠᲝ ᲒᲐᲓᲐᲢᲠᲘᲐᲚᲔᲑᲐ ᲛᲝᲮᲓᲐ, ᲛᲗᲔᲚᲘ ᲞᲐᲠᲢᲘᲘᲡ ᲣᲓᲘᲓᲔᲡᲘ ᲜᲐᲬᲘᲚᲘ ᲪᲘᲮᲔᲨᲘ ᲘᲧᲝ ᲓᲐ ᲓᲐᲜᲐᲠᲩᲔᲜᲔᲑᲡᲐᲪ ᲘᲒᲘᲕᲔ ᲔᲚᲝᲓᲐ. ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲛᲐ ᲞᲠᲔᲛᲘᲔᲠᲛᲐ ᲓᲐ ᲒᲕᲐᲠᲓᲘᲘᲡ ᲛᲔᲗᲐᲣᲠᲛᲐ ᲬᲐᲛᲝᲘᲬᲧᲔᲡ ᲑᲣᲜᲢᲘ. ᲐᲠ ᲘᲪᲘᲡ? ᲘᲪᲘᲡ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲢᲧᲣᲘᲚᲘ ᲡᲣᲚᲡ ᲣᲠᲩᲔᲕᲜᲘᲐ. ᲙᲘᲓᲔᲕ, ᲛᲐᲒ ᲯᲐᲤᲐᲠᲘᲫᲔᲛ ᲓᲐ ᲡᲮᲕᲔᲑᲛᲐ ᲛᲘᲚᲘᲝᲜᲔᲑᲘ ᲖᲕᲘᲐᲓᲘᲡ ᲓᲐᲛᲐᲛᲮᲝᲑᲚᲔᲑᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ ᲘᲨᲝᲕᲔᲡ. ᲐᲠᲐ? ᲐᲠ ᲘᲪᲘᲡ? ᲔᲒᲔᲪ ᲘᲪᲘᲡ. ᲛᲔ ᲙᲘᲓᲔᲕ ᲮᲔᲚᲤᲐᲡᲘᲓᲐᲜ ᲮᲔᲚᲤᲐᲡᲐᲛᲓᲔ ᲕᲐᲚᲔᲑᲡ ᲕᲘᲡᲢᲣᲛᲠᲔᲑ. ᲐᲛᲐᲡ ᲐᲠᲐᲕᲘᲡ ᲕᲐᲛᲐᲓᲚᲘ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲐᲛᲜᲐᲘᲠᲘ ᲜᲘᲚᲝᲡᲘᲡ ᲜᲘᲐᲜᲒᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲓᲘᲡ ᲛᲥᲝᲜᲔ ᲮᲐᲚᲮᲘᲡ ᲡᲐᲚᲐᲞᲐᲠᲐᲙᲝ ᲐᲠᲐ ᲕᲐᲠ. ᲔᲒᲔᲪ ᲘᲪᲘᲡ ᲐᲚᲑᲐᲗ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲢᲧᲣᲘᲚᲘ ᲡᲣᲚᲘᲔᲠᲘ ᲡᲐᲙᲕᲔᲑᲘᲐ ᲛᲐᲒᲜᲐᲘᲠᲘ ᲮᲐᲚᲮᲘᲡᲗᲕᲘᲡ. ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲡᲐᲛᲨᲝᲑᲚᲝᲡ ᲛᲘᲚᲘᲐᲠᲓ ᲮᲣᲗᲐᲡᲘ ᲛᲘᲚᲘᲝᲜᲘ ᲓᲝᲚᲐᲠᲘᲡ ᲬᲐᲠᲗᲛᲔᲕᲐᲡ ᲣᲞᲘᲠᲔᲑᲓᲐ ᲯᲐᲤᲐᲠᲘᲫᲔᲪ. ᲙᲘᲓᲔᲕ ᲙᲐᲠᲒᲘ, ᲬᲐᲐᲒᲝ ᲔᲡ ᲡᲐᲥᲛᲔ ᲞᲐᲠᲘᲖᲘᲡ ᲐᲠᲑᲘᲢᲠᲐᲟᲨᲘ. ᲠᲐ ᲓᲐᲛᲝᲣᲙᲘᲓᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲓᲔᲙᲚᲐᲠᲐᲪᲘᲐᲖᲔ ᲮᲔᲚᲘᲡ ᲛᲝᲬᲔᲠᲐ, ᲕᲘᲜ ᲘᲧᲝ? ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲘᲗᲘ „ᲞᲐᲡᲐᲟᲘᲠᲘ“. ᲕᲘᲜᲛᲔᲡ ᲐᲮᲡᲝᲕᲡ? ᲐᲠᲐ ᲮᲐᲠᲗ ᲐᲮᲚᲐ ᲖᲝᲒᲘᲔᲠᲗᲘ ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲒᲔᲛᲘᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲘᲗ ᲒᲐᲡᲐᲨᲕᲔᲑᲘ? ᲓᲐ ᲡᲐᲔᲠᲗᲝᲓ, ᲛᲔ ᲐᲠ ᲓᲐᲛᲘᲬᲧᲘᲐ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲔᲢᲧᲝᲑᲐ ᲕᲘᲜᲛᲔᲡ ᲘᲚᲣᲖᲘᲐ ᲐᲥᲕᲡ, ᲠᲝᲛ ᲠᲐ ᲣᲥᲜᲔᲡ ᲮᲐᲚᲮᲡ ᲓᲐ ᲛᲐᲗ ᲥᲝᲜᲔᲑᲐᲡ ᲕᲘᲜᲛᲔᲡ ᲓᲐᲐᲕᲘᲬᲧᲓᲐ, ᲒᲐᲕᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲗ“, – ᲬᲔᲠᲡ ᲨᲐᲠᲛᲐᲜᲐᲨᲕᲘᲚᲘ.
1792781543
სპორტისაბა მარკელია ევროპის ვიცე-ჩემპიონია
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტაილანდურ კრივში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ქართველმა სპორტსმენმა მედალი პირველად მოიპოვა. საბა მარკელიამ (U18, -60 კგ) ფინალი ფრანგ მოწინაა...
1792779921
ახალი ამბებიცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ
საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინის...
1792777866
საზოგადოებაირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებს უნგრ...
1792775479
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ბათუმში,ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუხთარ ტლეუბერდის შეხვდა. მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-ყაზახეთის სტრატ...
1792774130
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესის მიმდინარეობის დროსაც კი, ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რითაც ჩვენს სარჩელს უფრო და მეტად ასაბუთებენ
„თავიანთივე სიტყვით აღიარებენ და ამავდროულად, დამატებით მტკიცებულებებს გვაძლევენ ჩვენი სარჩელის გასამყარებლად“, - განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციაზე საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თა...


























