მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ძლიერი საზოგადოება ვართ, სამწუხაროდ, მძიმე გამოცდილება გავიარეთ და მივიღეთ აგვისტოს ომის ტრაგედია, თუმცა დღეს საქართველო გაძლიერებულია
„ჩვენ ძლიერი საზოგადოება ვართ. სამწუხაროდ, მძიმე გამოცდილება გავიარეთ და მივიღეთ აგვისტოს ომის ტრაგედია, თუმცა დღეს საქართველო გაძლიერებულია. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით არ დაუშვებს საქართველოში მსგავსი დღეების განმეორებას“, - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით მედიასთან საუბრისას ომის შედეგები და იმ პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.
პრეზიდენტის განცხადებით, ასეულობით ადამიანის სიცოცხლე, დაკარგული სოფლები, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და კოდორის ხეობის დაკარგვა ის ტრაგიკული მოვლენებია, რომელთა წინაშეც მაშინდელ ხელისუფლებას სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა არ გამოუჩენია.
მიხეილ ყაველაშვილმა გაიხსენა ომში დაღუპული ქართველი სამხედროების გადმოსვენებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ფასდაუდებელი წვლილი და ხაზი გაუსვა იმ კონტრასტს, რომელიც ომის შემდგომ პერიოდში საზოგადოების გლოვასა და მაშინდელი ხელისუფლების საზეიმო მოქმედებებს შორის არსებობდა.
პრეზიდენტის შეფასებით, წინააღმდეგობრივი იყო ომის შემდეგ წინა ხელისუფლების მიერ რუსეთის მიმართ გატარებული პოლიტიკაც.
მისი თქმით, აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები რუსეთთან ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობების გასაფართოებლად, მოგვიანებით კი რუსეთისადმი ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა.
„როცა აწამებდნენ ანწუხელიძეს და ჩვენი გმირები ქუჩაში ეყარნენ, ამაზე ხმა არ ამოუღიათ. დღეს, როცა უკრაინაში შეიჭრა რუსეთი, მაშინ გახდა თურმე რუსეთი ოკუპანტი და მაშინ გაგვახსენდა ანწუხელიძე? ამას ქართველი საზოგადოება არ მიიღებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, აგვისტოს ომი ქვეყნისთვის უმძიმესი ისტორიული გამოცდილებაა, რომლის სიღრმისეული გააზრებაც სახელმწიფოს დღევანდელი პოლიტიკისთვის პრინციპულ მნიშვნელობას ატარებს.
1786177954
ახალი ამბებიდავით კოდუა: ომში მონაწილე თითოეული ადამიანის თავდადება, სიმამაცე და სამშობლოსადმი ერთგულება ჩვენი ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია
ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ ომში დაღუპული კაპრალის ბადრი ბერანძის შვილთან საბა ბერანძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეა...
1786177747
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
„ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას“,...
1786177246
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ
„ევროსაბჭოს რეზოლუციაში ასეთი რაღაც წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-...
1786176614
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს, 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი
„რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმ...
1786175998
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - 18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს ის უმძიმესი დღეები, ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას
„18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს, მათ შორის ემოციურად, ის უმძიმესი დღეები და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას“, - ამის შესახებ საქა...






























