პრეზიდენტი: აგვისტოს ომის გმირი ჯარისკაცები თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი, დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას
„არ არსებობს რეალობა, სადაც ვინმეს წარმოუდგენია, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე იარსებებს საქართველო. ამ აზრის შეგუება გამორიცხულია, ყველამ მსოფლიოში უნდა გაიაზროს ეს“, - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ 18 წლის წინ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული სამხედროების თავდადება ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ღირსეული ნაწილია და მათი მაგალითი დღესაც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის ძალების სულისკვეთებას.
„აგვისტოს ომის გმირი ჯარისკაცები თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი. დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო ომის დროს დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს და მიუსამძიმრა მათ ოჯახებს.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ომის მძიმე შედეგების მიუხედავად, დღეს საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით, ეროვნული ინტერესების დაცვითა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკით საკუთარ მომავალს თავად განსაზღვრავს.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს უმთავრეს სახელმწიფოებრივ მიზნად რჩება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის გაერთიანება, რომლის მიღწევასაც საქართველო მშვიდობიანი გზით, შერიგებითა და ნდობის აღდგენით ესწრაფვის.
1786176614
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს, 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი
„რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმ...
1786175998
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - 18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს ის უმძიმესი დღეები, ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას
„18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს, მათ შორის ემოციურად, ის უმძიმესი დღეები და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას“, - ამის შესახებ საქა...
1786175928
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის, მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა
„ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის, მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა, სამარცხვინო სიტყვები თქვა, თითქოს, სააკაშვილისთვის შეგინ...
1786174722
ახალი ამბებირეზო ბლიაძე: ადამიანები, რომლებიც 2008-ის მერე რუსეთში მღეროდნენ, 2022 წლიდან, ვისაც რუსეთში არასდროს უმღერია იმათ ეძახდნენ „რუსებს”…
მუსიკოსი რეზო ბლიაძე ოპოზიციის ნაწილსა და მათ მხარდამჭერ არტისტებს ორპირულ და უპრინციპო ქცევაში ადანაშაულებს. ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო წლების პოლიტიკურ მოვლენებსა და კულტურის სფე...
1786173218
ახალი ამბებისაგარეო საქმეთა სამინისტრო – მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები
„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულე...






























