მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი უმასპინძლებს. დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, რომელთა შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან დენისა საკოვასთან და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან რიხარდ რაშისთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში, კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი 3 აპრილს დასრულდება.
1775048173
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს
პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე. სტაჟირების პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სამომავლო კარიერულ განვით...
1775046125
ახალი ამბებილევან მახაშვილი: მიუხედავად ურთულესი ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, საქართველო ვითარდება და თუკი რამე დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკური გადაწყვეტილებები არის სწორი
კიდევ ერთი პასუხი იმ სიყალბეზე, იმ დეზინფორმაციაზე, რასაც საქართველოზე ავრცელებენ ხოლმე. ჩვენ ვხედავთ როგორი რთული ვითარებაა. ოთხმხრივ ცეცხლშია საქართველო მოქცეული, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტ...
1775044647
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: EMAAR-ი ისეთი მსხვილი ჯგუფია, მისი შემოსვლა მხოლოდ ინვესტიციის სარგებელი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ინდიკატორი და ტრიგერი უამრავი მსხვილი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში იდეალური საინვესტიციო გარემოა
„EMAAR-ი ისეთი მსხვილი ჯგუფია, მისი შემოსვლა მხოლოდ EMAAR-ის ინვესტიციის სარგებელი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ინდიკატორი და ტრიგერი უამრავი მსხვილი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში არის იდეალუ...
1775044591
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: როდესაც „ნაცებს“ არ აუმუშავებ „მოსკოვის მექანიზმს“ სისტემური წამება-გაუპატიურებისთვის და „ქართულ ოცნებას“ აუმუშავებ, რომლის ფილოსოფია თავიდან ბოლომდე ადამიანის თავისუფლებასა და ღირსებაზეა დაფუძნებული
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საპარლამენტო სხდომაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წვერების მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავებასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრ...
1775043942
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აშშ-მა იცის, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით და გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც ასახული იქნება ყველა ნაბიჯი, რა უნდა გადავდგათ ჩვენ, რა უნდა გადადგას ამერიკის მხარემ, ოღონდ ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. მაჭავარიანი ორ ქვეყანას შორის ა...





























