ლევან მაჭავარიანი: აშშ-მა იცის, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით და გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც ასახული იქნება ყველა ნაბიჯი, რა უნდა გადავდგათ ჩვენ, რა უნდა გადადგას ამერიკის მხარემ, ოღონდ ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

მაჭავარიანი ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემას აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მძიმე მემკვიდრეობით ხსნის. ამასთან ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს, აშშ-თან ერთად შეიმუშაოს კონკრეტული გეგმა ურთიერთობების გადატვირთვისთვის, რომელშიც ორივე მხარის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.

„კარგად ხედავთ, რა მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა აშშ-ის ყოფილმა ადმინისტრაციამ და როდესაც საუბარია, რომ „ქართული ოცნება“, უტრირებულად რომ ვთქვათ, ლანძღავდა ამერიკასო, მაგიტომ არის რომ ურთიერთობები ამ მდგომარეობაშიაო. ჯერ ერთი, ჩვენ ყოველთვის ვმიჯნავთ ამერიკას და ადმინისტრაციას, ევროპას და ევრობიუროკრატებს. მეორე, ჩვენ ვისაც პრეტენზიებს ვუყენებდით, თან თავდასხმის რეჟიმში ჩვენ არ ვყოფილვართ, თავდაცვის რეჟიმში, სწორედ ისინი არიან დონალდ ტრამპის და დღევანდელი ადმინისტრაციის მტრები. შესაბამისად, თანხვედრა გვაქვს ღირებულებით ნაწილში, საერთო მტრებში, ევრობიუროკრატების შეფასებაში, უკრაინის ომის შეფასებაში, USAID-ის და NED-ის შეფასებაში, აბსოლუტურად სრული თანხვედრაა. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი გადადგმულია, დაწყებული იმით, რომ ღიად ვგულშემატკივრობდით დონალდ ტრამპს საარჩევნო პერიოდში, დამთავრებული ამ ერთი-ერთში მსგავსი შეხედულებებით და გზავნილებით და შესაბამისად, წინ არაფერი უნდა დაუდგეს ურთიერთობების გადატვირთვას.

ხედავთ პოზიტიურ ნიშნებს. ჩვენ არაფერს ვაკლებთ და პრეტენზიას ვერ მივიღებთ ვერავისგან რომ რამე გვაქვს ამისთვის დაკლებული. მამუკა მდინარაძის ვიზიტი ვიხილეთ, როდესაც თავისმა კოლეგამ დაპატიჟა. ნიკოლოზ სამხარაძის ძალიან წარმატებული ვიზიტი ვიხილეთ, რა დონის შეხვედრები ჰქონდა კარგად ნახეთ და ბატონი რუბიოს ზარიც ვიხილეთ პრემიერ-მინისტრთან. აშშ-მა იცის, რომ ნებისმიერ დროს ჩვენ დავსხდებით და დროსა და სივრცეში გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც ასახული აიქნება აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი, რა უნდა გადავდგათ ჩვენ, რა უნდა გაგადგას ამერიკის მხარემ, ოღონდ ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს იქ გათვალისწინებული“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775043879

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას გახასიათებთ ამჩატება, გარწმუნებთ, დაიდება კონკრეტული გეგმა, რის მიხედვითაც პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის მისაღები ფასები იქნება

„რაც შეეხება ფასების საკითხს- ნუ ვიჩქარებთ. ჩვენ დაანონსებული გვაქვს, რომ მუშაობა უნდა მორჩეს აპრილის ბოლოს, ერთი თვე კიდევ დარჩენილია“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოა...

ლევან მაჭავარიანი

1775043818

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ხედავთ, როგორი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ და როდესაც ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს ახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის პოლიტიკურად წამგებიანია, ხელი არავისთვის დაგვიფარებია

„მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი თამარის კომენტარებს. ძირითადად ეს კომენტარები აგებული იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. განსხვავება რომ დაგანახოთ, მინდა გავიხსენო, გახარიას პრემი...

ლევან მაჭავარიანი

1775042928

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება...

ირაკლი კობახიძე

1775042199

ახალი ამბები

2 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში თბილი და უნალექო ამინდი, 3-4 აპრილს კი წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი,...

გაზაფხულის ამინდი

1775041883

ახალი ამბები

გლდანის რაიონის გამგეობა შიდა ეზოების მოწესრიგებას აგრძელებს

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, აღნიშნული სამუშაოები I მიკროს N3 კორპუსთან დაახლოებით, 1200 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის განსახორციელებლად, და...

გლდანის რაიონის გამგეობა