მიმდინარე ჩხრეკებთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოუკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მიმდინარე ჩხრეკებთან დაკავშირებით პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2025 წლის 17 მარტს ყადაღა დაედო „ნანუკას ფონდი“-ს „ფროსფერითი“-ს, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, „სირცხვილია“-ს და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში, ისევე როგორც სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში.
სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოუკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების - ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1745931192
საზოგადოებასუსის ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში უსაფრთხო გარემო ნარჩუნდება
2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობდა კონტრტერორისტული მიმართულებით საქმიანობას. ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ გატარებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სამსახური...
1745931108
საზოგადოებასუსი: 2024 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საკუთარი ქვეყნების ინტერესების გასატარებლად აქტიურად ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან კავშირის დამყარებას
გამოვლინდა უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტის დამყარების, მათთვის საყურადღებო თემებზე გამოკითხვისა და გადაბირების მცდელობები. სავარაუდოდ, მსგავსი კონტაქტე...
1745931019
საზოგადოებასუსი: კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების განეიტრალება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დესტრუქციული საქმიანობის განეიტრალების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კონტ...
1745930965
საზოგადოებასუსის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ გამოწვევას კვლავ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული პროცესი წარმოადგენდა
სუსის ანგარიშის თანახმად, გასული წლების მსგავსად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, სხვა დესტრუქციულ აქტივობებთან ერთად, განაგრძობდა სხვადასხვა ტიპისა...
1745930839
საზოგადოებასუსის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს უწყება კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში განაგრძობდა მუშაობას საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობისა და მათი პრიორიტეტების გამოვლენის მიმართულებით
„უსაფრთხოების თვალსაზრისით 2024 წელი, გასული წლის მსგავსად, სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებითა და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით იყო დატვირთული. რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, მომეტებული...