„მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ნარკოდამოკიდებულ პირთა მკურნალობის ფორმების, მათ შორის იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებით“ - არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტზე ისაუბრა, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ნარკოდამოკიდებულ პირთა მკურნალობის ფორმების, მათ შორის მათ იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებით.
„საზოგადოებისთვის აუცილებლად უნდა იყოს ცნობილი, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მომართვიანობა მოსახლეობისა არის ბევრი, როგორც წერილობითი, ასევე სხვა საშუალებებითაც, აქტიურ კონსულტაციებს ვმართავთ ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობის ფორმებთან დაკავშირებით. მათ შორის, იძულებით მკურნალობის ფორმებთან დაკავშირებითაც იმ ადამიანებისთვის, ვისაც ასეთი საჭიროება გააჩნიათ და ჩვენ შეგვიძლია როგორც პირველი მოსმენით საკომიტეტო განხილვის ფორმატში, მკურნალობის თემაზე განხილვის ფორმატში, ამავდროულად მეორე მოსმენაზე, დავაზუსტოთ ის მკურნალობის ფორმები, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანებს ხელი შევუწყოთ ებრძოლონ მძიმე სენს, რომელსაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია. ჩვენი მიდგომა არის, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ ის, რომ უმკაცრესი ბრძოლა უნდა იყოს გამოცხადებული ნარკოტიკების გამყიდველებთან, ნარკორეალიზატორებთან და ამავდროულად სხვა საშუალებები უნდა არსებობდეს ნარკოდამოკიდებულებზე“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
1741958617
საზოგადოებაორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე ბრალდებულ 3 პირს სასამართლომ 16, 15 და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ დი...
1741957727
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7755 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7775 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1741956847
მსოფლიოტრამპი: „მახინჯმა“ ჯო ბაიდენმა სისხლიან ავანტიურაში ჩაგვითრია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისმა წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა ამერიკა რუსეთთან სისხლიან ავანტიურაში ჩაითრია და ახლა ის ცდილობს ქვეყანა გამოყვანას ამ მდგომარეობიდან. ტრამპმა...
1741953766
ახალი ამბები„ქართული ოცნება“: ტერორისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა
ტერორისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში, რომლითაც პარტია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მორიგ გლობალურ ანგარიშს ეხ...
1741953015
ახალი ამბები„ნაკლებად მჯერა ზურაბიშვილის ლიდერობის, ხაზარაძეს ფული აქვს და ის იჩალიჩებს ლიდერობაზე“ - იაგო ხვიჩია
„ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი უკვე გაერთიანებული არიან და რამდენად უფრო შეამჭიდროვებენ ერთმანეთთან ჩახუტებას, ვერ გეტყვით, მაგრამ წარმატებას ვუსურვებ, რადგან ჯერ კიდევ ქარტიამ გააერთიანა ეს ხალხი, შ...