„ნაკლებად მჯერა ზურაბიშვილის ლიდერობის, ხაზარაძეს ფული აქვს და ის იჩალიჩებს ლიდერობაზე“ - იაგო ხვიჩია

„ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი უკვე გაერთიანებული არიან და რამდენად უფრო შეამჭიდროვებენ ერთმანეთთან ჩახუტებას, ვერ გეტყვით, მაგრამ წარმატებას ვუსურვებ, რადგან ჯერ კიდევ ქარტიამ გააერთიანა ეს ხალხი, შემდეგ კი, სალომე ზურაბიშვილის და მისი მეგობრების მეცადინეობით ერთობლივად უარი თქვეს პარლამენტზე“, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, პრინციპები არცერთს შეუშლის ხელს, რადგან ასეთი რამ უბრალოდ არ აქვთ.
„არ ვიცი, მეტი გაერთიანება რა უნდა იყოს, მაგრამ მივესალმები ქართული ოპოზიციის, „ნაცური“ ოპოზიციის გაერთიანებას ერთად, რადგან ნაკლებად დააბნევენ ამით ხალხს. ქალბატონი სალომეც თუ ამაში მიიღებს მონაწილეობას, ძალიან კარგი, კიდევ უკეთესი იქნება, თუ დაარწმუნებს ამ ძვირფას ოპოზიციონერებს იმაში, რომ საერთოდ არცერთ არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა.
მგონი, მათთვისაც და ქართველი ხალხისთვისაც უკეთესი იქნება ასე. პრინციპები არცერთს შეუშლის ხელს, რადგან ასეთი რამ უბრალოდ არ აქვთ.
რაც შეეხება იმას, ლიდერი ვინ იქნება, ამ შემთხვევაში, ხაზარაძე ჯიბეზე ხელს თუ გაიკრავს, ფული მოაგვარებს ამ პრობლემას, ქალბატონი სალომეს ლიდერობის მე ნაკლებად მჯერა. უფრო მგონია, ხაზარაძეს ვინაიდან ფული აქვს, ის იჩალიჩებს ლიდერობაზე. ვნახოთ, რა გამოვა.
მე თანახმა ვარ, ვინც გინდა, ის იყოს ლიდერი, ეს ხალხი თუ არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ერთმანეთს ულიდერონ და თუ უნდათ, გააჭენონ ერთმანეთი. არანაირი პრობლემა არ არის“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
1741957727
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7755 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7775 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1741956847
მსოფლიოტრამპი: „მახინჯმა“ ჯო ბაიდენმა სისხლიან ავანტიურაში ჩაგვითრია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისმა წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა ამერიკა რუსეთთან სისხლიან ავანტიურაში ჩაითრია და ახლა ის ცდილობს ქვეყანა გამოყვანას ამ მდგომარეობიდან. ტრამპმა...
1741955271
ახალი ამბები„მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ნარკოდამოკიდებულ პირთა მკურნალობის ფორმების, მათ შორის იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებით“ - არჩილ გორდულაძე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტზე ისაუბრა, რომლის ა...
1741953766
ახალი ამბები„ქართული ოცნება“: ტერორისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა
ტერორისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში, რომლითაც პარტია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მორიგ გლობალურ ანგარიშს ეხ...
1741952765
ახალი ამბებივოლსკი ჩეხეთის სენატის მიერ მიღებულ ანტიქართულ რეზოლუციაზე: ამ კომიტეტსაც სირცხვილი, სამარცხვინო და უსამართლო ქმედებაა
„სამარცხვინო და უსამართლო ქმედებაა, სირცხვილი ამ კომიტეტსაც“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ ანტიქართულ რეზოლუციას. მისი...