მირზოიანი: ჩვენთვის, ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი მეგობრებისთვის არსებობს არჩევანი, დაველოდოთ კიდევ ერთი ან 200 წელი, ან დავიწყოთ აგურის დადება მშვიდობიანი რეგიონის ასაშენებლად

„ჩვენთვის, ჩვენი აზერბაიჯანელი, ქართველი, თურქი მეგობრებისთვის არსებობს არჩევანი, დაველოდოთ კიდევ ერთი ან 200 წელი, რათა დავინახოთ, რომ ცვლილებები შეუქცევადია ან დავიწყოთ პროცესი აგურის დადებით“, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, უნდა დაიწყოს თანამშრომლობა ენერგეტიკულ პროექტებში, სატრანზიტო პროექტებსა და ტურიზმში, ამ მხრივ საქართველოს შეუძლია, იყოს ლიდერი რეგიონში.
„არსებობს არჩევანი ჩვენთვის, აზერბაიჯანელი მეგობრებისთვის, ჩვენი ქართველი მეგობრებისთვის, ჩვენი თურქი მეგობრებისთვის, დაველოდოთ კიდევ ერთი ან 200 წელი, რათა დავინახოთ, რომ ცვლილებები შეუქცევადია ან დავიწყოთ პროცესი აგურის დადებით, შემდეგ კიდევ ერთი აგურით და შემდეგ კიდევ ერთი აგურით და, ამ გზით, მშვიდობიანი რეგიონი ავაშენოთ. დაამყარეთ თანამშრომლობა, ენერგეტიკულ პროექტებში, სატრანზიტო პროექტებში, ინტერნეტსა და ტურიზმში. არსებობს თანამშრომლობის ბევრი გზა და მჯერა, საქართველოს შეუძლია, ამ მხრივ იყოს ლიდერი რეგიონში.
ჩვენ შეგვიძლია, დავაკავშიროთ ორი საზოგადოება, არა მხოლოდ, ვგულისხმობ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზოგადოებებს, არამედ საქართველოს და თურქეთს. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ეს არის არჩევანის საკითხი. შეგიძლიათ, დაელოდოთ კიდევ 200 წელს ან შეგიძლიათ დაიწყოთ აგურების დადება და მყარი კედლის აშენება. ჩვენ ვირჩევთ თანამშრომლობას, მაგრამ ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ საკუთარ თავთან. მეორე მხარეს უნდა არსებობდეს მეზობელი, რომელსაც სურს ჩვენთან თანამშრომლობა“, - აღნიშნა არარატ მირზოიანმა.
1744475596
სპორტიქართველი მოჭიდავე ვახტანგ ლოლუა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბრატისლავაში ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში...
1744470972
ახალი ამბებიმიქანაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: რასაც პატრონები უბრძანებენ, ისე მოიქცევიან, იციან, 64-ვე მუნიციპალიტეტში პირწმინდად წააგებენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიცია პატრონების დავალებას ელოდება. მისი თქმით, ოპოზიციას რასაც უბრძანებენ, იმას შეასრულებს. „...
1744470434
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის მიერ რჩება ოკუპირებული, ეს არის მიზეზი, რატომაც არ განვიხილავთ 3+3-ის ფორმატში მონაწილეობას, რეალურად ის არის 3+2 ფორმატი
ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, გარდა რუსეთისა, რადგან საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის ფედერაციის მიერ რჩება ოკუპირებული, ეს არის მიზეზი, რის გამოც არ შეგვიძლია და არ განვიხილავთ 3+3-ის ფორმატში...
1744467119
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან უცხოელი აგენტები და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დაკვეთით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან თანამედროვე ბოლშევიკები და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათი მეთოდებიც ძალიან ჰგავს იმ მეთოდებს, რომლებსაც ბოლშევიკები იყენებდნენ, - განუცხადა საქართველოს პ...
1744467023
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ
ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთში ქართველ ჟურნალისტებთან,. პრემიე...