"მომხმარებლის რაღაც რაოდენობას აქვს შეგრძნება, რომ ტარიფი გაიზარდა" - "თელმიკოს" წარმომადგენლის განმარტება დენის ტარიფის ზრდაზე
კომპანია „თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა, თეა ნოზაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მოსახლეობას დენის ტარიფის ზრდის განცდა აქვს.
„მოსახლეობის ძირითადი უკმაყოფილება ეხება იმას, რომ გაიზარდა დავალიანება, ანუ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას აპროტესტებენ.
დავალიანება გამომდინარეობს იქიდან, თუ რა ჩვენებაც არის მრიცხველზე.
მრიცხველის ჩვენების დაფიქსირებას ახდენს კომპანია „თელასი“, რომელიც გვაწვდის ჩვენ ამ ინფორმაციას, მოხმარებულ კილოვატებზე და ჩვენ სემეკის დადგენილების შესაბამისად განვსაზღვრავთ უკვე შესაბამის ტარიფს, ვაფორმირებთ ლარს, ქვითარს და ვაწვდით მომხმარებელს.
ძირითადად, ეს უკმაყოფილება უსაფუძვლო აღმოჩნდება ხოლმე და აქედან გამომდინარე, მომხმარებელს ვთხოვთ, სანამ მოგვმართავს, თუ იცის, სად მდებარეობს მისი მრიცხველი, შეუძლია, თვითონვე გადაამოწმოს მრიცხველის ჩვენების შესაბამისად ფიქსირდება თუ არა ის ჩვენება.
არის ერთი შემთხვევა, როდესაც ჰგონიათ, რომ ტარიფი გაიზარდა, რეალურად გვიკავშირდებიან და ვუხსნით, რომ დეკემბერში თანხა არ გაქვთ გადახდილი და ამან გამოიწვია, თორემ თვიური მოხმარება არ გაზრდილა.
და არის კიდევ მეორე მომენტიც, როდესაც მომხმარებლის რაღაც რაოდენობას აქვს ამის შეგრძნება“, – ამბობს თეა ნოზაძე.
მისი თქმით, არ გამორიცხავენ, რომ შეიძლება, ჩვენება არასწორად იყოს დაფიქსირებული.
„600 000-ზე მეტი მომხმარებელი გვყავს და შესაძლებელია, ჩვენება არასწორად იყოს დაფიქსირებული.
ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ ჩვენების საფუძველზე, რომელსაც „თელასი“ გვაწვდის, განვახორციელოთ დარიცხვა. ყველას შეუძლია, მოგვმართოს ნებისმიერ საკითხზე“, – აღნიშნავს თეა ნოზაძე.
თეა ნოზაძის განმარტებით, ორი ქვითარი მხოლოდ დეკემბერში იყო. ამის შემდეგ ჩვენება ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება.
სხვა სიახლეები:
🔳 საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიასპორის წარმომადგენლებისთვის სამი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა
1791812228
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი - ჩვენი სურვილიც არის, რომ ევროკავშირთან გვქონდეს პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი
„ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი და აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან ჩართულობა“, - ამის შესახებ ს...
1791811110
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბრიუსელი გაბუტვის რეჟიმშია, რადგან საქართველომ უარი განაცხადა, იყოს გამოყენებული პროქსი ქვეყნად, მათ მოუწევთ გადახედონ თავიანთ მიდგომებს
„ყველამ კარგად ვიცით, რომ ბრიუსელის მხრიდან დეზინფორმაცია, სიცრუე, ბრალდებები იმიტომ დაიწყო, რომ უარი განვაცხადეთ, საქართველო პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თ...
1791810700
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1791809968
ახალი ამბებინინო ფოჩხუა: ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, უკვე რეალობად იქცა
„ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, შეასრულოს მთავარი როლი აზიის ქვეყნებს, ევროპას...
1791809645
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა
წინა ხელისუფლების პერიოდში ბიძინა ივანიშვილი პირადად, საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა. ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო...



























