მოსამართლე ევა გოცირიძე: გირგვლიანის გარდა, წარსულის არცერთი გახმაურებული მკვლელობა და ძალადობის საქმე არ გამოუძიებიათ, ყველა მათგანზე განაჩენი 2012 წლის შემდეგ დადგა

„ყველასათვის ცნობილი საქმეები: ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, ცინდელიანისა და ქარდავას მკვლელობის საქმეები, ომის ვეტერანებზე ძალადობის საქმე, 26 მაისის საქმე, ყინწვისის ოპერაციის საქმე, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმე, ევგენი და ომეხ აფრასიძეების საქმე, 7 ნოემბრის საქმე, ლაფანყურის ოპერაციის საქმე - ამ საქმეებიდან უმეტესობა მკვლელობაა და თითქმის ყველა, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ადამიანის სიკვდილით დასრულდა“, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, ამ მძიმე საქმეებიდან, გირგვლიანის მკვლელობის გარდა, არცერთის გამოძიება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს არ მომხდარა და განაჩენები მხოლოდ 2012 წლის შემდეგ დადგა. ამასთან, როგორც მოსამართლემ აღნიშნა, დანაშაულებში მხილებული და მნიშვნელოვანი წვლილის მქონე პირები, ახალაია, კოდუა, ქაჯაია, მიქაძე, ფირცხალავა, მეგის ქარდავა და სხვები, პრეზიდენტის მიერ იყვნენ დაჯილდოებულები.

„ეს ყველასათვის ცნობილი საქმეები, რომლებიც, მათ შორის, კომისიის დასკვნაშიც არის მითითებული: ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, ხუბულოვის, ვაზაგაშვილის აფეთქების საქმე, ცინდელიანისა და ქარდავას მკვლელობის საქმე, ვალერი გელაშვილზე ძალადობის საქმე, მალხაზ აზარაშვილსა და ზაზა მესხზე ძალადობის საქმე, ვამეხ აბულაშვილსა და კახაბერ დაბრუნდაშვილზე ძალადობის საქმე, კობა დავითაშვილზე ძალადობის საქმე, 15 ივნისის საქმე, ომის ვეტერანებზე ძალადობის საქმე, 26 მაისის საქმე, ყინწვისის ოპერაციის საქმე, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმე, ევგენი და ომეხ აფრასიძეების საქმე, 7 ნოემბრის საქმე, ლაფანყურის ოპერაციის საქმე - ამ საქმეებს, რომელთაგან უმეტესობა მკვლელობაა, ყველა მათგანი კი ძალადობაა და თითქმის ყველა, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ადამიანის სიკვდილით დასრულდა, რამდენიმე მახასიათებელი აერთიანებს. პირველი: ისინი ჩადენილია სახელმწიფოს აგენტის, სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ; მეორე ის, რომ არცერთი საქმის გამოძიება და დამნაშავის მსჯავრდება, გარდა გირგვლიანის მკვლელობისა, არ მომხდარა თქვენი მმართველობის დროს და ყველა საქმეზე განაჩენი დადგა 2012 წლის შემდეგ, როცა გამოძიებები დაიწყო; და კიდევ მესამე გარემოება, რომელიც ყოველივე ამას თან ახლავს, არის ის, რომ ამ მკვლელობებში მსჯავრდებული პირები, რომელთა სერიოზული წვლილიც დადგინდა, ახალაია, კოდუა, ქაჯაია, მიქაძე, ფირცხალავა, მეგის ქარდავა და სხვები, პრეზიდენტის მიერ იყვნენ დაჯილდოებულები“, - აღნიშნა გოცირიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794486824

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით ევროპასთან თანამშრომლობისთვის და ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან

„სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროპასთან, ევროკავშირთან და ბუნებრივი...

ირაკლი კობახიძ

1794485685

ახალი ამბები

აღსრულების ეროვნული ბიურო ცოლ-ქმრის მკვლელობაზე: ოთხი წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა შემდგარიყო მათ შორის მორიგება

აღსრულების ეროვნული ბიურო ცოლ-ქმრის მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მხარეებს შორის მორიგების მისაღწევად მედიაციის პროცესი ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე...

აღსრულების ეროვნული ბიურო

1794485397

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას, ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და ტენდენციები

მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან, ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არს...

ირაკლი კობახიძე

1794483646

საზოგადოება

ხვიჩა კვარაცხელია: მერაბ, საბა! მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს რას ნიშნავს იყო ქართველი

ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილის მიმართ აბუ-დაბიში განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც ხვიჩა კვარაცხელია წერს, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ ა...

ხვიჩა კვარაცხელია:

1794481003

საზოგადოება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია: დაჩი ტვილდიანი არ არის და არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაჩი ტვილდიანი არ არის და არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი. როგორც „იმედინიუსს“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდუ...

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია