აღსრულების ეროვნული ბიურო ცოლ-ქმრის მკვლელობაზე: ოთხი წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა შემდგარიყო მათ შორის მორიგება

აღსრულების ეროვნული ბიურო ცოლ-ქმრის მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მხარეებს შორის მორიგების მისაღწევად მედიაციის პროცესი ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის გამოც გამოსახლება არაერთხელ გადაიდო.

უწყების ცნობით, მხარეებთან ბოლო შეხვედრა გუშინ, 11 ნოემბერს გაიმართა, თუმცა მოლაპარაკება კვლავ უშედეგოდ დასრულდა. შესაბამისად, შეთანხმების მიუღწევლობის გამო, 12 ნოემბერს უძრავი ქონების კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ გათავისუფლებისა და იძულებითი აღსრულების ეტაპი დაიგეგმა.

„ოთხი წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა შემდგარიყო მათ შორის მორიგება. მოლაპარაკებების გზით გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მხარეებთან ბოლო შეხვედრა გუშინ, 11 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი, რათა მომხდარიყო უძრავი ქონების გათავისუფლება კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დიდუბეში მომხდარ ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაული გუშინ საღამოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა ერთ-ერთ კორპუსის სადარბაზოში, ცეცხლი გაუხსნა 60 წელს გადაცილებულ ცოლ-ქმარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794476567

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: მთავარი მიზანია, ევროპულ ოჯახში ღირსეულად გავწევრიანდეთ, ყველამ უნდა დაინახოს, რა დატვირთვა გააჩნია ჩვენს ქვეყანას ამ რეგიონში

„ბრიუსელის ბოლო პერიოდის პოლიტიკა სამარცხვინოა და დაცლილია ევროპული ფასეულობებისგან. ბრიუსელში მოკალათებული ბიუროკრატების შემადგენლობა საბჭოთა პერიოდის კრემლს დაემსგავსა, როდესაც დირექტივებს გასცემდნე...

გიორგი სოსიაშვილი

1794475527

საზოგადოება

გორდულაძე: ევროპის მასშტაბით ბოლო წლებში დაახლოებით 150 პარტიას აეკრძალა ან შეუჩერდა საქმიანობა - იყვნენ თუ არა მსხვერპლები და ხომ არ გრძნობდნენ თავს დაჩაგრულად იმის გამო, რომ მათი არაკონსტიტუციური ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა?

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ მსხვერპლის სტატუსზე, ევროპაში აკრძალული პოლიტიკური პარტიების პრაქტიკასა და IRI-ის კვ...

არჩილ გორდულაძე

1794473458

საზოგადოება

ჭეიშვილი საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესზე მოპასუხე მხარის პოზიციებზე: გამოჩნდება მათი უაღრესად სუსტი სამართლებრივი პოზიციები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ადასტურებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რომელიც არის ასახული ჩვენს სარჩელში

იმის გათვალისწინებით, რომ აქამდეც ვერ წარმოადგინეს ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი, ვერცერთი მყარი და დასაბუთებული პოზიცია, არსებობს მოლოდინი, რომ ყველა, მათ შორის, მოსამართლეებიც მკაფიოდ დაინახავენ,...

თორნიკე ჭეიშვილი

1794472259

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო განხილვებზე: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან არაერთი მცდელობა იყო, რომ ეს პროცესი პოლიტიკურ შოუში გადაეზარდათ

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მოსამართლეთა კითხვების ეტაპზე ჩვენი მხრივ მაქსიმალურად დეტალურად გაგვეშალა ის სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელიც ჩვენს სარჩელს ედება საფუძვლად, ჩვენ ვუპასუხეთ არაერთ კითხვა...

 თორნიკე ჭეიშვილი

1794471459

მსოფლიო

მედია: სანქტ-პეტერბურგში რუსეთის არმიის პოლკოვნიკი მანქანაში ააფეთქეს

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში რუსეთის არმიის პოლკოვნიკი მანქანაში ააფეთქეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობების თანახმად, დაღუპულია სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდე...

სანქტ-პეტერბურ