პრემიერ-მინისტრი EPC-ის სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს.

EPC-ის რიგით მე-9 კონფერენციის მონაწილე ლიდერებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიჰოლ მარტინი მასპინძლობს.

მთავრობის მეთაური სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო. კონფერენცია ირლანდიის პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას გამოსვლებით გაიხსნა.

სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

EPC-ის რიგით მე-9 სამიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.

„ვმონაწილეობთ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში. გვექნება გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში. ამ ფორმატს ასევე ვიყენებთ ხოლმე ორმხრივი შეხვედრებისთვის, ლიდერებთან გასაუბრებისთვის. ასეთ რეჟიმში წარიმართება ეს სამიტიც. მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას.

ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და ტენდენციები.

საქართველოს აქვს საკვანძო როლი დაკავშირებადობის კუთხით, მათ შორის გამომდინარე იქიდან, რომ ევროპისთვის, სამწუხაროდ, გადაიკეტა გზები აღმოსავლეთის მიმართულებით მას შემდეგ, რაც რუსეთი ეკონომიკური თვალსაზრისით იზოლირებულია ევროპის დანარჩენი სივრციდან და მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო კონფლიქტი.

სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით. ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროპასთან, ევროკავშირთან და ბუნებრივია, ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი EPC-ის სამიტში დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794483646

საზოგადოება

ხვიჩა კვარაცხელია: მერაბ, საბა! მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს რას ნიშნავს იყო ქართველი

ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილის მიმართ აბუ-დაბიში განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც ხვიჩა კვარაცხელია წერს, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ ა...

ხვიჩა კვარაცხელია:

1794481003

საზოგადოება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია: დაჩი ტვილდიანი არ არის და არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაჩი ტვილდიანი არ არის და არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი. როგორც „იმედინიუსს“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდუ...

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია

1794480470

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის ფარგლებში შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში შეხვდა. მხარეებმა საქართვე...

მიხეილ ყაველაშვილი

1794479525

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.   „შინაგან საქმეთა სამ...

პროკურატურა

1794478476

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი კარგავს გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშის როლს - ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, რომლის შესახებაც მას დიდი ხანია აფრთხილებენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში კაი კალასისი განცხადებას ეხმიანება, რომ - „აშშ-ს არ შეუძლია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაზე ევროპის სახელით მოლა...

შალვა პაპუაშვილი