მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ჩართულობით, სახელმწიფო პროგრამებიდან და შესყიდვებიდან, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 67 413 621 ლარი დაიზოგა
„2025 წელს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მიერ განხილულ იქნა 114 860 551 ლარის ღირებულების სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები, საიდანაც დეპარტამენტის ჩართულობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაიზოგა 67 413 621 ლარი, რომელიც დეპარტამენტის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგია“, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული საქმიანობა, სხვა აქტივობებთან ერთად, მოიცავდა სახელმწიფო უწყებების მიერ ინიცირებული პროექტების ბიუჯეტის, მათი საჭიროებებისა და შესაბამისობის შესწავლას, მათ კრიტიკულ ანალიზს, რისკების შეფასებას და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას.
„მიღებული ეკონომიის უდიდესი ნაწილი უკავშირდება სახელმწიფო შესყიდვების მართვის საკითხებს. კერძოდ, ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში, მიმდინარეობს დაგეგმილი/მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი და შესაძლო ნაკლოვანებების ანალიზი, რის საფუძველზეც, ხორციელდება პრევენციული ღონისძიებების გატარება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.
დეპარტამენტი, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მონიტორინგს უწევს დადგენილებას დაქვემდებარებულ სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კონკურენტული გარემოს შექმნას, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეთა ჩართულობის ზრდას და გამჭვირვალე გარემოს დამკვიდრებას“, - აღნიშნულია ანგარიშში.
1769064433
ახალი ამბებიპოლიციამ ბაკურიანში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1993 წელს და...
1769064286
საზოგადოებამთავრობის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების და ბაზრის კვლევის დეპარტამენტმა შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნების შესწავლის შედეგად ბიუჯეტს 14 491 208 ლარის ეკონომია მოუტანა
სახელმწიფო შესყიდვების და ბაზრის კვლევის დეპარტამენტს მიმდინარე წლის განმავლობაში განხილული აქვს სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილი 328 მოთხოვნა, ჯამური შესყიდვის სავარაუდო ღირებუ...
1769063743
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 2004 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს, - ინფორმაციას ში...
1769063348
მსოფლიოკიტ კელოგი: თუ უკრაინა ზამთარს გადაიტანს, უპირატესობა მის მხარეს იქნება
აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, თუ უკრაინა ამ ზამთარს გადაიტანს, უპირატესობა მის და არა რუსეთის მხარეს იქნება. „მესმის, რომ ეს მძიმე ზამთარია. მესმის, რა...
1769062264
სპორტისაქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ტიტე კალანდაძის გაწვრთნილი გუნდი ნიდერლანდებთან 26:31 დამარცხდა. ნიდერლანდების ნაკ...





























