თენგიზ შარმანაშვილი ფასებზე: პარლამენტი სრულად იქნება ჩართული ამ საკითხში, შესაბამისი კომისიაც შეიქმნება. ჩვენც გვექნება შეხვედრები ბიზნესთან, ასევე გვექნება შეხვედრები ჩვენს მოქალაქეებთან, გავარკვევთ მათ წინაშე რა პრობლემებია

„პარლამენტი სრულად იქნება ჩართული ამ საკითხში, შესაბამისი კომისიაც შეიქმნება. ჩვენც გვექნება შეხვედრები ბიზნესთან, ასევე გვექნება შეხვედრები ჩვენს მოქალაქეებთან“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საუბრისას.

შარმანაშვილის თქმით, გაარკვევენ რა პრობლემებია მოქალაქეების წინაშე და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემების გადაჭრა.

„პასუხი ამ ყველაფერზე, რაც ჩვენმა პრემიერმა დააანონსა ცოტა ხნის წინ და შემდგომში შეიქმნა ეს კომისია, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან. ამაზე ხშირად არ ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლი აცხადებს, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, ხოლო ამ მეხუთე მუხლის მეორე პუნქტი ამბობს, რომ სახელმწიფო ეფუძნება და ხელს უწყობს სოციალური სამართლიანობის პრინციპის დამკვიდრებას. რაც მთავარია სოლიდარობის პრინციპის დაფუძნებას. ე.ი ეს სოლიდარობა არის განსაკუთრებული მნიშვნელობის. ამიტომ, ყველა ადამიანი, მათ შორის ბიზნესიც უნდა იყოს სოციალურად პასუხისმგებელი რაც ქვეყანაში ხდება და სოლიდარობის გრძნობა უნდა ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, მთელი ბიზნესი უნდა ეფუძნებოდეს მისი განვითარების თავისუფლებას, ამ თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, მაგრამ ამავე დროს კონსტიტუცია ამბობს, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს სოციალური სოლიდარობის პრინციპებიდან გამომდინარე. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ საპასუხო ნაბიჯები გადმოდგა ამ ინიციატივის მიმართულებით თვითონ ბიზნესმაც, მათმა წარმომადგენლებმაც, შემოვიდნენ დიალოგში და ისინი მზად არიან ამ სისტემის დახვეწისთვის.

ეს, რა თქმა უნდა, დაიხვეწება. თუ ამას რაიმე საკანონმდებლო რეგულაციები დასჭირდება, ჩვენ არ დავაყოვნებთ - შესაბამისი საკანონმდებლო ახალი რეგულაციების შემოღებას საჭიროების შემთხვევაში“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, ამოცანა არ არის, რომ საკითხი დროებით მოგვარდეს, არამედ სამართლიანი თამაშის წესები დამკვიდრდეს.

„პრაქტიკულად გამოირიცხოს კარტელური გარიგებები, რომლებიც ფასების ხელოვნურ ზრდას შეუწყობს ხელს. არ დაზიანდეს ბიზნესინტერესებიც იმიტომ, რომ ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ, რომ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს და არა მხოლოდ რეგიონში, ევროპის მასშტაბითაც ეკონომიკური ზრდისა“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769004814

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი - კერძო სექტორის წარმომადგენლებიც იზიარებენ სახელმწიფოს შეხედულებას, რომ საერთო ძალისხმევით უნდა უზრუნველვყოთ ფასების შემცირება, რაც მისასალმებელია

სამთავრობო საკოორდინაციო კომისის სხდომაზე საკმაოდ ნაყოფიერი და კონსტრუქციული შეხვედრა შედგა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. დეტალურად ვისაუბრეთ იმ მიგნებების შესახებ, რომლებიც მთავრობას აქვს უშუალოდ...

მარიამ ქვრივიშვილი

1769004770

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: გარკვეულ მედიკამენტებზე, რომლებიც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დღეს ფასები რეგულირებულია - ჩვენთვის პრიორიტეტი გახლავთ პაციენტისა და მომხმარებლის უფლება

„7 ათასი მედიკამენტია, რომელზედაც მოქმედებს ე.წ. რეფერენტული ფასების პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, დღეს ფასები რეგულირებ...

მიხეილ სარჯველაძე

1769003324

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან განვიხილეთ სასურსათო ფასებზე ფასნამატები, გავაგრძელებთ შეხვედრებს, მოვისმენთ მთელი სექტორის ხედვას და დაიგეგმება მომდევნო ნაბიჯები უკვე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით

სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეხვდა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს, მათ დამფუძნებლებს, დირექტორებს, განვიხილეთ სასურსათო ფასებზე ფასნამატები საიდან შედგება, ეს იქნება იჯარა, ხ...

ლევან ჟორჟოლიანი

1769001249

ახალი ამბები

ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ახალი თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში ნახევარ მეტრს გადააჭარბა, დაბალ ზონაში 20-25 სმ-ია. დილი...

ხულოს მუნიციპალიტეტი

1769001238

ახალი ამბები

ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულება უცვლელია და 2.6950 ლარს შეადგენს. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6950 ლარი იყო. გაუფას...

 ვალუტის კურსი