მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები კიდევ 721 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა

დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, კიდევ 721 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადასცემს საცხოვრებელ ბინებს და სამოსახლო მიწის ნაკვეთებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მათ შორის: თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, მცხეთის, გორის, კასპის, ქარელის, ბორჯომის, წყალტუბოს, ხონის, ზესტაფონის, ლანჩხუთის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში, - ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„გადასაცემ ქონებაზე სააგენტოში შუამდგომლობა წარადგინა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, შესაბამისად, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის, საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება, საცხოვრებელი ფართები საკუთრების უფლებით მათ ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდეთ.

საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მათი, როგორც საცხოვრებელი ბინებითა და დამხმარე ფართებით, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებით უზრუნველყოფა და ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მთავრობის ამოცანაა, არც ერთი დევნილი ოჯახი არ დარჩეს სახელმწიფოს ყურადღების გარეშე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743521275

საზოგადოება

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილ...

საქართველოს პარლამენტი

1743520361

ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანა...

ლევან დავითაშვილი

1743519323

საზოგადოება

გია ვოლსკი: რასაკვირველია რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხელს არ მოაწერდა!

რასაკვირველია, რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხ...

გია ვოლსკი

1743518438

ახალი ამბები

ლევან გიგინეიშვილი: უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია

უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა, ცხადია, პირველი გარკვეულწილად ესაფუძვლ...

ლევან გიგინეიშვილი:

1743517821

სპორტი

ევროპის ჩემპიონატისთვის, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

7-13 აპრილს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე პირველები თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: 57 კგ | რ...

თავისუფალ ჭიდაობა