ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს და ალტერნატიულ დირექტორს შეხვდნენ
ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ეკონომიკური ზრდის დინამიკა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესება განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ინფლაციურ პროცესებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკასა და საერთაშორისო რეზერვების ზრდაზე.
აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. 2026 წლის პირველ რვა თვეში რეალური მშპ-ის საშუალო ზრდამ 7.6% შეადგინა, ხოლო საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 8.17 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნის საგარეო სექტორის დივერსიფიკაციაზე, ექსპორტის ზრდასა და საფინანსო სისტემის მდგრადობაზე.
საუბარი შეეხო გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების გავლენას ინფლაციაზე, სასაქონლო ფასებსა და მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ინფლაციური რისკების მართვისა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის განმტკიცების, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის საგარეო შოკების მიმართ მედეგობის საკითხები.
თავის მხრივ, სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო წარმატებით ინარჩუნებს ჯანსაღ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და ძლიერ ბუფერებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
1791889737
საზოგადოებაალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია
„მათ გასაგონად, ვინც არ იცის, მინდა ვთქვა, რომ ადამიანები წინა დღეს საკაცით გამოჰყავდათ, სახლში მიჰყავდათ, რათა სტატისტიკურად ციხეში გარდაცვლილად არ ჩათვლილიყვნენ. იმ დროს ციხეებში ადვოკატები ციხიდან...
1791887983
ახალი ამბებირუსთავში, კორპუსის მესამე სართულიდან 12 წლის მოზარდი გადავარდა
რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის მე-3 სართულის აივნიდან 12 წლის მოზარდი გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში „რუსთავი“ გადაიყვანა. 12 წლის...
1791882945
ახალი ამბები„ქუთაისის აეროპორტში“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ქუთაისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო...
1791881414
საზოგადოებაშარმანაშვილი კალასის განცხადებაზე: დიპლომატის მთავარი დანიშნულება ომის ან დაძაბულობის წამოწყება კი არ არის, დაძაბულობის განმუხტვაა, როდესაც კალასი ამბობს, ზეწოლა არის მთავარი იარაღი და არა დიალოგი, ამით ყველაფერი ნათქვამია
დიპლომატის მთავარი დანიშნულება ომის ან დაძაბულობის წამოწყება კი არ არის, მისი მთავარი დანიშნულებაა დაძაბულობის შენელება, განმუხტვა და ამის ხელშეწყობა, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენ...
1791880628
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატებმა თვალი უნდა გაუსწორონ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ საქართველო შავ ზღვას ესაზღვრება და შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილეა
„ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, რადგან ჩვენ უარი განვაცხადეთ საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე, როგორც სამწუხაროდ, უკრაინა გამოიყენეს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარი...


























