ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატებმა თვალი უნდა გაუსწორონ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ საქართველო შავ ზღვას ესაზღვრება და შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილეა
„ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, რადგან ჩვენ უარი განვაცხადეთ საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე, როგორც სამწუხაროდ, უკრაინა გამოიყენეს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის რიგი წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან განსხვავებული მიდგომებია.
„ოფიციალურად როდესაც ეს პროცესი წერილობით შეაჩერეს, ორი საბაბი მოიშველიეს – ერთი, გამჭვირვალობის ქართული კანონი, რომელსაც სამარცხვინოდ რუსული უწოდეს და დღეს ის ადამიანებიც კი ხვდებიან, რომლებსაც ამ აფიორაში მიაღებინეს მონაწილეობა, რომ მასში არაფერი რუსული არ ყოფილა. ხოლო მეორეა, ის კანონი, რომელიც ადგენს, რომ ორი სქესი არსებობს და მეტი ვერ იქნება, ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში აკრძალულია.
შესაბამისად, აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. ჩვენ ვხედავთ, რომ განსხვავებული მიდგომებია რიგი წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, რაც არის საჯაროდ გაჟღერებული“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სურთ, საქართველოსთან განახლდეს მეგობრული ურთიერთობა მისი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.
„შუა დერეფნის მნიშვნელობა ძალიან გაზრდილია და საქართველო არის საკვანძო ქვეყანა. ყველას სურს საქართველოსთან პარტნიორობა, თუმცა, პირველ რიგში, ევრობიუროკრატებმა უნდა გაუსწორონ თვალი რამდენიმე რეალობას - იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ საქართველო ნამდვილად ესაზღვრება შავ ზღვას, საქართველო ნამდვილად არის შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილე.
ევრობიუროკრატებმა უნდა შეეგუონ იმ ფაქტებს, რომ თავიანთი უხეში ჩარევის მიუხედავად, ვერც რევოლუცია მოახდინეს საქართველოში და ვერც რადიკალურ ოპოზიციას მოაგებინეს არჩევნები, ვინაიდან ამ ყველაფრის გარანტი ქართველი ხალხია“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
მისი თქმით, საქართველოზე ზეწოლა დაიწყო უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის, ომის დღიდან.
„საქართველო არ დათანხმდა პროქსი ქვეყნად ჩვენი სახელმწიფოს გამოყენებაზე და ჩვენ ვიხილეთ ამდენი წლის განმავლობაში უამრავი ჩარევა, უამრავი დეზინფორმაცია, უსამართლო მდგომარეობები, ვიხილეთ რევოლუციების პირდაპირი წახალისება, ირიბი დაფინანსება, მაგრამ არ გაჭრა ამ ზეწოლამ. ერთი ნაბიჯით უკან არ დაგვახევია, რომ დაგვეთმო ქვეყნის ეროვნული ინტერესები.
ჩვენ ეს საქმით გვაქვს დამტკიცებული. მზად ვართ იმისთვის, თუ იანვარში ისევ ზეწოლის და შანტაჟის გაზრდას აპირებენ. არც შანტაჟის და არც სანქციების გვეშინია. ვერავინ უკან ვერ დაგვახევინებს, რომ დავიცვათ ქვეყნის ეროვნული ინტერესები და დაცული იყოს მშვიდობა და სტაბილურობა საქართველოში“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1791874664
საზოგადოებაალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს
„მე ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს“, - ამის შესახებ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა გადაცემაში „ვახო ხ...
1791873462
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმ...
1791871913
მსოფლიოდავით მათიკაშვილი: 45 ლარით გაიზრდება 70 წელს მიუღწეველ პენსიონერთა პენსია. ამ რესურსის მოძიება და შესაძლებლობა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკური პროგრესის დამსახურებაა
„არა 20, არამედ 45 ლარით გაიზრდება 70 წელს მიუღწეველ პენსიონერთა პენსია“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა. მისი თქმით, ამ რესურსის მო...
1791869680
საზოგადოებამახაშვილი: ბრიუსელის არასწორმა საგარეო პოლიტიკამ ევროკავშირი ჩიხში შეიყვანა - მზად ვართ დიალოგისთვის, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ერთმანეთის ინტერესების
მზად ვართ დიალოგისთვის, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ერთმანეთის ინტერესების, როცა ამისთვის იქნება ევროკავშირის მზად, იციან სად უნდა იპოვონ საქართველოს ხელისუფლება, - განაცხადა ევროპასთან ინ...
1791868481
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე: ასეთი უტიფარი განცხადებები ჩრდილს აყენებს ევროკავშირის ღირებულებებს და რეპუტაციას
„უტიფარი განცხადებები, რომელიც ჩრდილს აყენებს ევროკავშირის ღირებულებებს და რეპუტაციას“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ლუქსემბურგში გაკეთებულ განცხადებებს. ირაკლი კირცხალიამ ყუ...



























