პაატა კვიჟინაძე: არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები და სოციალური პროგრამები

„არ დავუშვებთ, რომ დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები. ვიმუშავებთ იმისთვის, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები და სოციალური პროგრამები“, - ასე გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ოპოზიციის განცხადებებს პენსიების ზრდასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ნებისმიერი მოთხოვნა თუ სურვილი, რომელიც ეკონომიკას დააზიანებს, ვერ შესრულდება.

„ოპოზიციაში საუბარია პოპულისტურ გადაწყვეტილებებზე - გავზარდოთ 2 მილიარდით და ასე შემდეგ... მსგავსი პოპულიზმი მიუღებელია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეკონომიკური პარამეტრი შენარჩუნებული იყოს“, - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

იმის მაგალითად, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნება, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ საფრანგეთი მოიყვანა.

მისი თქმით, საფრანგეთის ბიუჯეტის დეფიციტი 5%-ია, საქართველოს - 2.5%. ევროპის კანონმდებლობა ბიუჯეტის დეფიციტს 3%-ის ფარგლებში ითვალისწინებს.

„ამ ეტაპზე საფრანგეთს ხარჯების 54 მილიარდი ევროთი შემცირება სჭირდება, რათა ბიუჯეტის დეფიციტი სტანდარტებს დაუახლოვდეს. ამ შემცირებაში მოჰყვა პენსიების და ხელფასების ინდექსაცია, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროები. იგივე მდგომარეობაა ევროპის სხვა ქვეყნებშიც სხვადასხვა მიმართულებებზე. ამიტომ არ არის ეკონომიკური ზრდა. სამწუხაროდ ეს ტენდენცია კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან ევროპაში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა არ ჩანს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან დეტალურად განმარტა, სად და როგორ ნაწილდება საქართველოს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად გაზრდილი შემოსავლები.

„გუშინ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი დასრულდა. ბიუჯეტის პროექტის შემდეგი ვერსია პარლამენტს მთავრობიდან, შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ნოემბერში დაუბრუნდება. მომავალი წლის ბიუჯეტი არის დაბალანსებული, სოციალურად ორიენტირებული და აქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები - ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი და მთავრობის ვალი.

პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ დაისვა შეკითხვა, რას გვაძლევს ეკონომიკური ზრდა? ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი გაიზარდა 2 მილიარდ 600 მილიონი ლარით, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი - 3 მილიარდ 200 მილიონი ლარით, თუ გამოვაკლებთ 2008 წელს აღებულ ევრობონდებს, რომელსაც გარკვეული პერიოდულობით ვიღებთ და ვფარავთ.

სად და როგორ გადანაწილდა ეს თანხები? რა გაიზარდა? პირველი - პენსიები და პენსიასთან გათანაბრებული შშმ პირების სოციალური დახმარება. ამას დაემატა საპენსიო ფონდში ჩარიცხული 60 მილიონი ლარი. ჯამში, ეს 843 მილიონი ლარია.

გარდა ამისა, ჯანდაცვის პროგრამებზე მიემართა 125 მილიონი ლარი. ხელფასები 520 მილიონი ლარით გაიზარდა. 520 მილიონი ლარით დაფინანსდება ექიმების, მასწავლებლებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულების ხელფასების ზრდა. ეს თანხა ჯამში მილიარდ-ნახევარი ლარია, ანუ დამატებით დაფინანსდება სოციალური მიმართულება.

სოციალური პირობების გაუმჯობესებას უწყობს ხელს ის, რომ წყალმომარაგების დაფინანსება მომავალ წელს გაიზრდება 60 მილიონი ლარით, გაზიფიცირება - 55 მილიონით, საავადმყოფოების მშენებლობა - 65 მილიონით, სპორტის განვითარება - 165 მილიონით, უმაღლესი განათლება - 61 მილიონით. 2027 წელს 2 მილიარდ ლარზე მეტი სოციალურ მიმართულებაზე, ან სოციალურთან დაკავშირებულ საკითხებზე მიდის.

აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა. 250 მილიონი ლარით დაფინანსდება რკინიგზის სისტემის მოდერნიზება, სადაც ჯერ კიდევ კომუნისტების დროინდელი ელმავლები და შემადგენლობები არსებობს. წარმოუდგენელია სატრანზიტო ქვეყანა გავხდეთ, თუ რკინიგზა არ განვითარდა. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე ეს არის ის იდეალური ვარიანტი, რაც შეიძლება ბიუჯეტს ჰქონოდა“, - განაცხადა პაატა კვიჟნაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომლის მოგვარებაც ძალიან არის საჭირო, მაგრამ ბიუჯეტი 20 მილიარდითაც რომ გაიზარდოს, ყოველთვის იქნება შეგრძნება, რომ თანხა რაღაცაზე არ გვყოფნის და ეს არის მუდმივი პროცესი.

„არის საკითხები, რომელიც განსაკუთრებით მტკივნეულია ჩვენთვის და ეს, რა თქმა უნდა, მეორე მოსმენის ფარგლებში, შეძლებისდაგვარად გადაიჭრება, მაგრამ მთავარი საკითხი, რომელიც გვაწუხებდა - მადლობა პრემიერ-მინისტრს, რომ არ დაელოდა ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში მეორედ შემოტანას და გუშინ განაცხადა, რომ 60-დან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზრდება 45 ლარით. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, საკმაოდ დიდი თანხაა. მაგრამ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. იმედი მაქვს, რომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას სხვა შენიშვნებიც გათვალისწინებული იქნება“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791887983

ახალი ამბები

რუსთავში, კორპუსის მესამე სართულიდან 12 წლის მოზარდი გადავარდა

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის მე-3 სართულის აივნიდან 12 წლის მოზარდი გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში „რუსთავი“ გადაიყვანა.  12 წლის...

სასწრაფოს მანქანა

1791882945

ახალი ამბები

„ქუთაისის აეროპორტში“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ქუთაისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო...

არადეკლარირებული ოქრო

1791881414

საზოგადოება

შარმანაშვილი კალასის განცხადებაზე: დიპლომატის მთავარი დანიშნულება ომის ან დაძაბულობის წამოწყება კი არ არის, დაძაბულობის განმუხტვაა, როდესაც კალასი ამბობს, ზეწოლა არის მთავარი იარაღი და არა დიალოგი, ამით ყველაფერი ნათქვამია

დიპლომატის მთავარი დანიშნულება ომის ან დაძაბულობის წამოწყება კი არ არის, მისი მთავარი დანიშნულებაა დაძაბულობის შენელება, განმუხტვა და ამის ხელშეწყობა, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენ...

თენგიზ შარმანაშვილ

1791880628

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატებმა თვალი უნდა გაუსწორონ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ საქართველო შავ ზღვას ესაზღვრება და შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილეა

„ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, რადგან ჩვენ უარი განვაცხადეთ საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე, როგორც სამწუხაროდ, უკრაინა გამოიყენეს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარი...

ლევან მაჭავარიანი

1791879067

სპორტი

მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს ვო თჰი ან სუანს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, ვო თჰი ან სუანს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრ...

მიხეილ ყაველაშვილ