„ნავთლუღის სპეცოპერაციისას“ მოკლული მარად ართმელაძის მამა: ბიჭები უკვე გაციებული არიან, დაიდგა სცენარი, რომ ვითომ ავტომატები გააჩნდათ და ორმხრივი სროლის შედეგად, დაიღუპა სამი ახალგაზრდა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნავთლუღის სპეცოპერაციისას“ მოკლული მარად ართმელაძის მამამ მიხეილ ართმელაძემ ისაუბრა.
როგორც მიხეილ ართმელაძე აღნიშნავს, დათა ახალაიას მეთაურობით, მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე უმოწყალოდ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დახოცეს, შემდეგ კი, გურამ დონაძის მეშვეობით დაიდგა სცენარი, რომ ვითომ მათ ჰქონდათ ავტომატები და ორმხრივი სროლის შედეგად, დაიღუპა სამი ახალგაზრდა.
„ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე რომ დახოცა ბიჭები, ფიქრობს რა გავაკეთო და დაურეკეს გურამ დონაძეს. დადგეს ყალბი სცენარი. ეს ბიჭები უკვე გაციებული არიან. იღებს დონაძე, გარბიან დათა ახალაია, გიორგი დგებუაძე, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი. გარბიან აღმა სროლით, ძირს ავტომატებიო. ესე იგი ბრალდებას უყენებენ, ვითომ ამ ბიჭებს ავტომატები გააჩნდათ. ამ დროს, ერთ-ერთმა გამოძიებით დაუდგენელმა პიროვნებამ შავი ჯიპიდან ამოიღო ჩანთა, რომელშიც ეწყო ავტომატები და მიიტანა და თითოეულს გვერდზე დაუწყო. დაიდგა სცენარი, რომ ვითომ ავტომატები გააჩნდათ და ორმხრივი სროლის შედეგად, დაიღუპა სამი ახალგაზრდა. ვითომ ჩვენ ბიჭებსაც ავტომატები ქონდათ და იძულებული გახდნენ ძალოვნები, რომ ესროლათ და დაეხოცათ ეს ბიჭები“, - განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.
1746201087
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: არგუმენტები, რომლებიც ჩვენ „ნაცმოძრაობის“ მიმართ გაგვაჩნია, საკმარისზე მეტია იმისთვის, რათა გერმანიაში არა თუ ვიღაცას განეცხადებინა, რომ ეს ექსტრემისტული, სადისტური პარტიაა, არამედ უკვე გარკვეული ზომები იქნებოდა გატარებული
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის მიერ მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს გამოეხ...
1746199256
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7483 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7487 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის...
1746196964
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: იქნება ოპოზიციის ერთი ნაწილი, რომელიც მაინც გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ იქნება მეორე ნაწილი, „შურიგებლები“ , რომლებიც ეცდებიან, რომ არჩევნების ჩაშლაზე გარკვეული გეგმები დასახონ
ოპოზიცია დაბნეულია - მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ მოუწევთ აღიარება იმისა, რომ თურმე ამ ქვეყანაში არჩევნები ტარდება და მასში მონაწილეობას აზრი აქვს, არ მიიღონ მონაწილეობა ნიშნავს, რომ საერთოდ რ...
1746195892
ახალი ამბებითბილისის მერიაში დაზარალებულ მოვაჭრეებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა
თბილისის მერიაში სადგურის მოედანთან მდებარე ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. დამწვარი ბაზრობის დათვალიერების შემდეგ, ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დაზ...
1746195282
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ზნეობრივი პოზიცია საქართველოში ჩვენი ტაქტიკაც არის და სტრატეგიაც, რომელიც ადრე თუ გვიან თავის შედეგს დებს
მნიშვნელოვანია შენი მართალი პოზიციების ბოლომდე დაცვა. არ უნდა დაინახონ, რომ შენ შენი სიმართლის დაცვის გეშინია, ან რაღაც მომენტში შენ შენი სიმართლის დაცვაში უკან იხევ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, - გ...