ირაკლი ქადაგიშვილი: ზნეობრივი პოზიცია საქართველოში ჩვენი ტაქტიკაც არის და სტრატეგიაც, რომელიც ადრე თუ გვიან თავის შედეგს დებს

მნიშვნელოვანია შენი მართალი პოზიციების ბოლომდე დაცვა. არ უნდა დაინახონ, რომ შენ შენი სიმართლის დაცვის გეშინია, ან რაღაც მომენტში შენ შენი სიმართლის დაცვაში უკან იხევ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ წამყვანის კითხვაზე, რა არის მმართველი გუნდის მთავარი ფსონი ქვეყნის დაცვის საკითხში დასავლეთის მხრიდან სანქციებისა და შანტაჟის ფონზე.
„მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის შენი მართალი პოზიციების ბოლომდე დაცვა, ანუ არ უნდა დაინახონ, რომ შენ შენი სიმართლის დაცვის გეშინია, ან რაღაც მომენტში შენ შენი სიმართლის დაცვაში უკან იხევ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი და, რა თქმა უნდა, საზოგადოებას, მოსახლეობას ეს ყველაფერი უნდა მუდმივად ავუხსნათ, მუდმივად ინფორმირებული უნდა იყოს საზოგადოება ამ მიმართულებით. თუ იქნები შენ ამ პოზიციაში მყარი და მთავარი რა არის? - სიმყარე არ მოდის სიმართლის გარეშე. როდესაც ხარ მართალი, მაშინ ამ სიმყარეს შენც გრძნობ და შენი მოწინააღმდეგეც გრძნობს. ეს არის სტრატეგია ამ შემთხვევაში. ეს ზნეობრივი პოზიცია საქართველოში ჩვენი ტაქტიკაც და სტრატეგიაც არის, რომელიც, როგორც ხედავთ, ადრე თუ გვიან თავის შედეგს ყოველთვის დებს და ამ შემთხვევაშიც დადებს თავის დადებით შედეგს საქართველოსთან მიმართებაში.
ჩვენ ეს სიმყარე გამოვიჩინეთ ომის დაწყებიდან, როდესაც პირდაპირ გვიბიძგებდნენ ამ სისხლისმღვრელ ომში ჩართვისაკენ და ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, შევინარჩუნეთ კეთილდღეობა, ეკონომიკის ზრდა, რა თქმა უნდა, სიმტკიცეს გამოვიჩენთ მათ შორის დემოკრატიის დაცვაშიც, რომ ჩატარდეს ნორმალურად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს სიმართლე და სიმტკიცე საბოლოო ჯამში არის სწორედ ის, რითაც საქართველო გაიმარჯვებს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
1754075153
საზოგადოებაპროკურატურამ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსს ბრალდება წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩა...
1754073069
საზოგადოებაჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება
ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება. რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც 2025-2027 წლებს მოიცავს, საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გალაკტიონ და ტიციან ტაბი...
1754070426
საზოგადოებალევან მახაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ეს ადამიანები არიან თაღლითები და არა პოლიტიკოსები, რომელთაც საზოგადოების ბედი აღელვებთ
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან თაღლითები და არა ის პოლიტიკოსები, ვისაც საზოგადოების ბედი აინტერესებთ....
1754069194
ახალი ამბებინოე ჟორდანიას სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა გრძელდება, რის გამოც, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ, 2 აგვისტ...
1754068105
მსოფლიოტრამპი: მედვედევის უაღრესად პროვოკაციული განცხადებების საფუძველზე, ორი ატომური წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განთავსების თაობაზე განკარგულება გავეცი
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის უაღრესად პროვოკაციული განცხადებების საფუძველზე, ორი ატომური წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განთავსების თაობაზე განკარგულება გავეცი, ყოველი შემთხვე...