ირაკლი კირცხალია მედიის თავისუფლების ინდექსზე: დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა შეგიძლია წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას

დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს, რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას, - ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებულ მსოფლიო პრესის თავისუფლების უახლესს ინდექსს, რომლის მიხედვით საქართველოში მდგომარეობა, გასულ წელთან შედარებით, გაუარესდა და 103-ე ადგილიდან 114-ზე გადაინაცვლა.

„შეურაცხყოფის მიყენებაა, როდესაც შენ აქვეყნებ ასეთ კვლევას და შემდეგ ფიქრობ, ან 1%-ით მაინც უშვებ იმის შანსს, რომ საქართველოში შეიძლება ვინმეს ეს ყველაფერი დააჯერო. ეს არის დიდი უბედურება. ეს არის იმ ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი რომელიც არის მავნებლების ხელში პ აქაური კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, აქაური ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი პატრონების ხელში ქვეყნის გარეთ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მედიის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, სადაც საქართველომ 103-ე ადგილიდან 114-ზე გადაინაცვლა. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ, მაგალითად, ჰაიტიზე უარესი მგომარეობაა, სადაც გასულ წელს ორი ჟურნალისტი მოკლეს. რა ფაქტებს დაეყრდნო ორგანიზაცია, უცნობია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746218944

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ოპოზიციის რეიტინგი განახევრებულია - 64-ვე მუნიციპალიტეტში, კიდევ ერთხელ, მეათედ, საიუბილეოდ, საბოლოოდ, დამარცხდებიან

ოპოზიციის რეიტინგი, ყველაზე მინიმუმ, განახევრებულია. 64-ვე მუნიციპალიტეტში, კიდევ ერთხელ, მეათედ, საიუბილეოდ, საბოლოოდ, დამარცხდებიან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგ...

 ირაკლი კირცხალია

1746218005

ახალი ამბები

საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ქარის გაძლიერება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 მაისის დღის ბოლოდან 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველო...

გაზაფხულის წვიმა

1746216086

ახალი ამბები

ალექსანდრე ღვთისიაშვილი საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მალიკ მურზალინთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სა...

ალექსანდრე ღვთისიაშვილი

1746213842

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: სააკაშვილი იყო მთავარი კრიმინალი მისი ხელისუფლების პერიოდში, გვახსოვს მისი გეგმებიც, თუ რა მიზნით შემოიპარა არაჟნებთან ერთად ყოფილ პრეზიდენტად წოდებული

„ბატონი [მიხეილ] სააკაშვილი, რომელიც იყო მთავარი კრიმინალი მისი ხელისუფლების პერიოდში და შემდეგ ცდილობდა ყველანაირად, სანამ აღმოჩნდებოდა იქ, სადაც დღეს არის, იქიდანაც კი ცდილობდა, მაქსიმალურად ანტისახ...

ირაკლი კირცხალია

1746212485

მსოფლიო

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ავტომობილი ხალხის ჯგუფს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა, რამდენიმე კი - მსუბუქად. ინფორმაციას Deutsche Welle გერმანიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრ...

გერმანიია