ცესკოში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მოადგილე გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ. მათ დეტალურად ისაუბრეს მომავალი არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებული აქტივობებისა და სიახლეების შესახებ, მათ შორის გააცნეს ცესკოს მიერ მიღებული ახალი რეგულაციები და გადაწყვეტილებები. გაიმართა მოდიფიცირებული დიზაინის საარჩევნო დოკუმენტაციის დემონსტრაცია.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია, ყოველი არჩევნების შემდგომ ახორციელებს განვლილი არჩევნებისა და გამოკვეთილი საკითხების ანალიზს, რის საფუძველზეც თანმიმდევრულად იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. რაც, თავის მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ ინსტიტუცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უსაფუძვლო ბრალდებებით სპეკულაციისთვის სივრცე არ დატოვოს, ყველა იდენტიფიცირებულ თუ პოტენციურ რისკთან დაკავშირებით ჰქონდეს რეაგირება და მომავალშიც მიიღოს შესაბამისი პრევენციული გადაწყვეტილებები.

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ. განიხილეს აღნიშნულ არჩევნებზე არსებული გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა იმ საინფორმაციო კამპანიის შესახებ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ ხორციელდება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობისა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სამომავლო გეგმების შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ მზად არის მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი ტიპის შეხვედრები, რომელიც, როგორც მინიმუმ, ინფორმაციის მიმოცვლას და კარგი თანამშრომლობის გაგრძელებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ცესკოს ხელმძღვანელი პირებისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხზე.

დღეს გამართულ შეხვედრას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის 20 წარმომადგენელი და ცესკოს აპარატის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელი დაესწრო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746209865

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია მედიის თავისუფლების ინდექსზე: დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა შეგიძლია წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას

დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს, რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას, - ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმ...

ირაკლი კირცხალია

1746209118

ახალი ამბები

ქართული სპორტის ვარსკვლავები გულშემატკივრებს ქართველი ხელბურთელების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

თბილისი, 8 მაისი, 17:00 საათი - „თბილისი არენის“ დარბაზში ჩვენი ქვეყნის ხელბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტა...

 ზურიკო დავითაშვილი

1746206929

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: თუ არა ორმაგი სტანდარტი, რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ ევროპელი ბიუროკრატები „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილის გამომზეურების პროცესს ანტიდემოკრატიულს უწოდებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს გამოეხმაურა. „თუ არა ორმაგი ს...

დავით მათიკაშვილი

1746204277

ახალი ამბები

შოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...

შოთა ბერეკაშვილ

1746202841

ახალი ამბები

გორის ერთ-ერთ რესტორანში საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღებისთვის ორი პირი დააკავა

სპეცოპერაცია გორში - ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იყო შესული. დაკავებულია 2 პირი. ისინი ეჭვმიტანილი არიან ყალბი ფულის გასაღებაში. დაკავებულები...

 საგამოძიებო სამსახურ