ირაკლი ქადაგიშვილი: დაბეჯითებით მუშაობენ საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად. არჩევნების გზით შედეგს ვერ მიაღწიეს და ცდილობენ, რომ რაიმე ფორმით არეულობა მოაწყონ. ხაბეიშვილის მუშტებზე ყურება, სწორედ გარე დაკვეთის რეფლექსია

ეს სცენარი გაშიფრული არის. უბრალოდ ამ სცენარს ასეთი იმპულსური გამოხტომები ახასიათებს ხოლმე. ეს არ არის საქართველოში მოფიქრებული სცენარი. ეს არის უცხოეთში მოფიქრებული სცენარი, რომელიც მეხუთე კოლონის ხელით აქ უნდა შესრულდეს ხოლმე, - ასე აფასებს „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელმაც ფიზიკური დაპირისპირების აუცილებლობასა და „ისეთი ადამიანების“ მობილიზაციაზე ისაუბრა, ვისაც მისი თქმით, „საჭიროების შემთხვევაში პოლიციელის დაჭერაც კი შეეძლება“.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ის, რომ რადიკალები მუდმივად განიხილავენ რევოლუციის სცენარს ახალი არ არის და არც ისაა სიახლე, რომ ოპოზიცია გარე ძალების მითეთებებით მოქმედებს.

მან მაგალითისთვის ამერიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის მრჩეველის და ჰელსინკის კომისიის შტაბის დირექტორის პოლ მასაროს განცხადება მოიყვანა. ცნობისთვის, რუს პრანკერების მახეში გაბმულმა მასარომ ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, ამ კონტექსტში საქართველო მოიხსენია და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ USAID-ი და NED-ი საქართველოს და სხვა ქვეყნებს ტოვებენ. აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში რადიკალურ მემარცხენე „ვოუქ იდეოლოგიას“ წარმატებით ავრცელებდნენ. პოლ მასარომ აღიარა, რომ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების გზით ჯერ კიდევ ცდილობენ მაიდნის მოწყობას.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, გარე ძალები განუწყვეტლივ მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოში ფერადი რევოლუცია მოაწყონ და ამის გაკეთება „მეხუთე კოლონის ანუ „ნაცმოძრაობის“ ხელით სურთ.

„ჩვენ ვნახეთ ჰელსინკის კომისიის უფროსი მრჩევლის განცხადება, რაც მან პრანკერებთან საუბარში დაადასტურა, რომ ისინი დაბეჯითებით მუშაობენ საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად. საბოლოო ჯამში ეს არის მიზანი. არჩევნების გზით შედეგს ვერ მიაღწიეს და მას მერე ცდილობენ, რომ ამა თუ იმ ფორმით არეულობა და რევოლუცია მოაწყონ. ამიტომ ხაბეიშვილის მუშტებზე ყურება, სწორედ გარე დაკვეთის რეფლექსია.

ზოგადად, რატომ არის ამ ხალხზე გაკეთებული აქცენტი ამ მიმართულებით? საგამოძიებო კომისიაში, რაც ხდება, რასაც ჩვენ, ჩვენი მოქალაქეების ისტორიებს ვისმენთ ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ეს კი არ იყო, რაღაც ერთეული შემთხვევა, ერთეული გადაცდომა ან თანამდებობის პირის დანაშაულებრივი ქმედება. ეს იყო მთელი სისტემა, რომელიც ჩადიოდა დანაშაულს. მერე ამ დანაშაულის კვალის კვალის დაფარვის და მისი პროპაგანდისტულად შეფუთვის მთელი მექანიზმით სახელმწიფო ინსტიტუტებს ამუშავებდნენ. ამ სისტემის შემადგენელი ნაწილის „ნაციონალური მოძრაობის“ გამოყენება ამ მიმართულებით გარე აქტორებისთვის აქტუალურია. გამომდინარე აქედან არის, რომ ოპოზიციაში დღეს არის შიდა შეუთანხმებლობა, მიუხედავად გარე დირექტივებისა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746209865

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია მედიის თავისუფლების ინდექსზე: დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა შეგიძლია წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას

დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს, რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას, - ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმ...

ირაკლი კირცხალია

1746209118

ახალი ამბები

ქართული სპორტის ვარსკვლავები გულშემატკივრებს ქართველი ხელბურთელების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

თბილისი, 8 მაისი, 17:00 საათი - „თბილისი არენის“ დარბაზში ჩვენი ქვეყნის ხელბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტა...

 ზურიკო დავითაშვილი

1746206929

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: თუ არა ორმაგი სტანდარტი, რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ ევროპელი ბიუროკრატები „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილის გამომზეურების პროცესს ანტიდემოკრატიულს უწოდებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს გამოეხმაურა. „თუ არა ორმაგი ს...

დავით მათიკაშვილი

1746204277

ახალი ამბები

შოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...

შოთა ბერეკაშვილ

1746202841

ახალი ამბები

გორის ერთ-ერთ რესტორანში საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღებისთვის ორი პირი დააკავა

სპეცოპერაცია გორში - ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იყო შესული. დაკავებულია 2 პირი. ისინი ეჭვმიტანილი არიან ყალბი ფულის გასაღებაში. დაკავებულები...

 საგამოძიებო სამსახურ