ნიკოლოზ გულუა: ბანკი „ქართუ“ არის ფონდი „ქართუს“ მფლობელობაში და ბანკიდან მიღებული ქონება ემსახურება ფონდის პროექტების განხორციელებას - „ტვ პირველის“ ცილისწამების მიზანი არის ის, რომ მოხდეს „ქართუს“ დისკრედიტაცია

„ბანკი „ ქართუ“ არა ერთხელ გახდა „ტვ პირველის“ თავდასხმის ობიექტი და ამჯერადაც, საქმე ეხებოდა „ტვ პირველში“ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბანკი ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყენებულ იქნა ქონების გადასამალად“, - ამის შესახებ „ქართუ ბანკის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გულუამ განაცხადა.

ნიკოლოზ გულუას განცხადებით, „ქართუ ბანკი“ არის ფონდი „ქართუს“ მფლობელობაში და ბანკიდან მიღებული ქონება ემსახურება ფონდის პროექტების განხორციელებას, „ტვ პირველის“ მხრიდან ცილისწამება კი არის ის, რომ „ქართუ ბანკის“ დისკრედიტაცია მოხდეს და ის წარმოჩნდეს, როგორც ერთი ჯგუფის ინტერესების გამტარებელ ბანკად.

„ასევე, მოხსენიებულ იქნა, რომ ბანკი წარმოადგენს ყველაზე გაუმჭვირვალე ფინანსურ ინსტიტუტს საქართველოში და აი, ამ განცხადებებზე, რაც სრული სიცრუეა, მოხდა ბანკის მხრიდან რეაგირება. ისევე როგორც, სხვა შემთხვევებში, ჩვენ არა ერთი სარჩელი გვაქვს წარდგენილი „ტვ პირველის“ წინააღმდეგ მათ მიერ განხორციელებულ ცილისწამებასთან დაკავშირებით. ბანკი არის ფონდი „ქართუს“ მფლობელობაში და ბანკიდან მიღებული ქონება ემსახურება ფონდის პროექტების განხორციელებას და საქველმოქმედო მიზნებისთვის იხარჯება შემდგომში ეს თანხა ფონდის მიერ.

სხვა პირებზე ბანკის მოგების განაწილება კანონით აკრძალულია. ცილისწამების მიზანი არის ის, რომ ბანკი „ქართუს“ დისკრედიტაცია მოხდეს, ის წარმოჩნდეს როგორც ერთი ჯგუფისა და ერთი პირის ინტერესების გამტარებელ ბანკად, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ბანკი ეროვნული ბანკის რეგულაციებს იცავს, დაკავშირებულ მხარეებთან საკმაოდ მკაცრი რეგულაციაა“, - განაცხადა ნიკოლოზ გულუამ.\

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753900067

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ეს არ არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს დასავლეთსა და რუსეთს შორის ომია

ეს არ არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს დასავლეთსა და რუსეთს შორის ომია - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. „დასავლეთის ლიდერი დონალდ ტრამპია. სანამ ორ ლიდერს შორის პირდაპირი...

ვიქტორ ორბანი

1753898440

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილი: ადმინისტრაციას ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი შესაბამისი კითხვებით მიემართა ევროპარლამენტისთვის, თუ რას ეფუძნება ასე უაპელაციოდ, ხმამაღლა გაკეთებული შეფასება, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული

ადმინისტრაციას, ამ შემთხვევაში, ჰქონდა და აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ შესაბამისი კითხვებით მიემართა ევროპარლამენტისთვის იმის თაობაზე, თუ რას ეფუძნება მათი შეფასებები და ასე უაპელა...

გიორგი კალანდარიშვილ

1753896185

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი მალაიზიის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალაიზიის პარლამენტის ქვედა, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ჯოჰარი ბინ აბდულს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მზარდ ურთიერთობებს. ყურადღე...

შალვა პაპუაშვილი

1753896138

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი იორდანიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტ ფაისალ აკეფ ალ-ფაიზს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა...

შალვა პაპუაშვილი

1753895385

საზოგადოება

ზარქუა: არ ვიცი, ანიტას და მის ბელადს რა ჩანაფიქრი აქვთ, მაგრამ ვინც კანონს დაარღვევს, ყველა თანასწორია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის, რას წარმოადგენს, ოპოზიციაა, თუ რიგითი წევრი

არ ვიცი, ანიტას და მის ბელადს რა ჩანაფიქრი აქვთ, მაგრამ მთავარი ერთია, ვინც დააშავებს და ვინც კანონს დაარღვევს, ყველა თანასწორია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის, რა არის და რას წარმოადგენს, - ამის შესა...

ირაკლი ზარქუა