შალვა პაპუაშვილი იორდანიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტ ფაისალ აკეფ ალ-ფაიზს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მტკიცე მეგობრობასა და ორმხრივ თანამშრომლობაზე.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა იორდანიის გადაწყვეტილებისთვის, რომლის მიხედვითაც საქართველოს გადაეცა მიწის ნაკვეთი მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, სადაც იგეგმება ქართული კულტურის ცენტრის აშენება.
მხარეებმა გამოხატეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერების მზაობა. აღინიშნა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ მცირე ხნის წინ განხორციელებული ნაყოფიერი ვიზიტი იორდანიაში.
სენატის პრეზიდენტი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებით, რაზეც შალვა პაპუაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე, აგრეთვე, მიმოიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული ვითარება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებაში, მეგობრული კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მნიშვნელობას.
შეხვედრა შედგა ჟენევაში მიმდინარე პარლამენტის თავმჯდომარეთა მეექვსე მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
1753953234
ახალი ამბები„ჩვენ გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა“ - ბექა ძამაშვილი
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა კომენტარი გააკეთა ანაკლიის პორტის საქმეზე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფი...
1753951840
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: კახა კალაძეს აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, რაც თავისთავად უკვე ნიშნავს, რომ დედაქალაქის მერობას გაცილებით კიდევ უფრო მეტად უკეთ შეძლებს
მერობის პოსტზე რეალური კონკურენტი კახი კალაძეს ვერ ეყოლება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვის დაასახელებენ ოპოზიციური პ...
1753951810
ახალი ამბებისაქართველოში 4 აგვისტომდე 38-40 გრადუსამდე იქნება - გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღ...
1753948865
ახალი ამბებიპაპუაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად, ის უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, დღეიდან, ამათ ხელს ჩამოართმევენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ამათი თაღლითობის მფარველები არიან
„პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად. ითხოვდნენ 1,5 მილიარდ დოლარს მოქალაქეების ჯიბიდან, მაგრამ მოუწიათ თავად 7,1 მილიონი დოლარის დაბრუნება ბიუჯეტში, აღარაფერი რომ ვთქვათ იმ მილ...
1753947692
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ანაკლიის პორტის საქმეზე: „ლელოს“ თავისი სტრატეგიით ისღა დარჩენია, რომ ვაშინგტონის არბიტრაჟი პრორუსულობაში დაადანაშაულოს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ანანიძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად...