ზარქუა: არ ვიცი, ანიტას და მის ბელადს რა ჩანაფიქრი აქვთ, მაგრამ ვინც კანონს დაარღვევს, ყველა თანასწორია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის, რას წარმოადგენს, ოპოზიციაა, თუ რიგითი წევრი

არ ვიცი, ანიტას და მის ბელადს რა ჩანაფიქრი აქვთ, მაგრამ მთავარი ერთია, ვინც დააშავებს და ვინც კანონს დაარღვევს, ყველა თანასწორია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის, რა არის და რას წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს და ის, ვინც ზღვარს გადავა, დაარღვევს კანონმდებლობას, რეაგირება ადეკვატური იქნება.

„ოპოზიციაა, თუ რიგითი წევრი, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს და ის, ვინც ზღვარს გადავა და კანონმდებლობას დაარღვევს, ბუნებრივია, ვინც არ უნდა იყოს, რეაგირება ადეკვატური იქნება.

ბელადი, მზეთუნახავი იქიდან რას იტყვის, ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, რადგან მისი ამოცანაა, საზოგადოება დაძაბოს და ქაოსში შეიყვანის. ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა.

ერთი ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ვიდრე მმართველი პარტია არის „ქართული ოცნება“, მშვიდობა იქნება და ეკონომიკურ განვითარებაზე ვიქნებით აქცენტირებული.

ვიდრე მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“, აქცენტირებული ვიქნებით, რომ ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტად შევუქმნათ უკეთესი საცხოვრისი, უკეთესი პირობები ცხოვრებისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე ცხოვრების ნაწილში, ეს ქვეყანა უფრო უკეთესი და უკეთესი იყოს“, - აღნიშნა ზარქუამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753953234

ახალი ამბები

„ჩვენ გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა“ - ბექა ძამაშვილი

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა კომენტარი გააკეთა ანაკლიის პორტის საქმეზე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფი...

 ბექა ძამაშვილი

1753951840

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: კახა კალაძეს აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, რაც თავისთავად უკვე ნიშნავს, რომ დედაქალაქის მერობას გაცილებით კიდევ უფრო მეტად უკეთ შეძლებს

მერობის პოსტზე რეალური კონკურენტი კახი კალაძეს ვერ ეყოლება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვის დაასახელებენ ოპოზიციური პ...

გურამ მაჭარაშვილი

1753951810

ახალი ამბები

საქართველოში 4 აგვისტომდე 38-40 გრადუსამდე იქნება - გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღ...

იტალია

1753948865

ახალი ამბები

პაპუაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად, ის უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, დღეიდან, ამათ ხელს ჩამოართმევენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ამათი თაღლითობის მფარველები არიან

„პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად. ითხოვდნენ 1,5 მილიარდ დოლარს მოქალაქეების ჯიბიდან, მაგრამ მოუწიათ თავად 7,1 მილიონი დოლარის დაბრუნება ბიუჯეტში, აღარაფერი რომ ვთქვათ იმ მილ...

შალვა პაპუაშვილი

1753947692

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ანაკლიის პორტის საქმეზე: „ლელოს“ თავისი სტრატეგიით ისღა დარჩენია, რომ ვაშინგტონის არბიტრაჟი პრორუსულობაში დაადანაშაულოს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ანანიძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად...

ცოტნე ანანიძე