ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ შევთანხმდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის იმჟამინდელ ხელმძღვანელთან, რომ ისინი ჩამოვიდოდნენ საქართველოში, შეხვდებოდნენ ყველას და შეეცდებოდნენ, რომ ოპოზიცია დაეყოლიებინათ პარლამენტში შემოსვლაზე, თუმცა...
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გადაცემაში „იმედის კვირა“ იხსენებს, რომ ზეწოლის და იმის მიუხედავად, რომ ბევრი რამ ჩაასწორებინეს ეუთოს, დასკვნა მაინც არ ამბობდა იმას, რაც უნდოდათ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მსურველებს და ვერ თქვეს, რომ 2024 წლის არჩევნები არ იყო სამართლიანი ან არ იყო თავისუფალი.
„2025 წლის იანვარში ჩვენ შევთანხმდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის იმჟამინდელ ხელმძღვანელთან, რომ ისინი ჩამოვიდოდნენ საქართველოში, შეხვდებოდნენ ყველას, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას და შეეცდებოდნენ, რომ ოპოზიცია დაეყოლიებინათ პარლამენტში შემოსვლაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისივე თქმით, ვიზიტი შეთანხმებული იყო, თუმცა, ზოგიერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პია კაუმას პირდაპირ აუკრძალეს საქართველოში ჩამოსვლა.
„ჩვენ ეს ვიზიტი შეთანხმებული გვქონდა, შედგა საუბარი პრემიერსა და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შორის და შევთანხმდით თარიღებზე. ამის შემდეგ ხდება უცნაური რამ, იწერება წერილები საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მისამართით კონკრეტული წევრებისგან, მათ შორის ჯო უილსონის მეთაურობით, ასევე ჩაერთნენ ზოგი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც პირდაპირ აუკრძალეს პია კაუმას საქართველოში ჩამოსვლა, რადგან მაშინ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა იყო შემდეგი, რომ თქვენ თუ უზრუნველყოფთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება იქნება იზოლირებული, მასთან კონტაქტი არავის არ ექნება, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩამოვშლით და ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, მაშინ ეს ვიზიტი ნამდვილად ჩაიშალა და ეს პროცესი შემდეგ თვეებშიც გაგრძელდა.
„2025 წლის გაზაფხულზე უილსონმა და სხვა დეპუტატებმა, პოლონელებმა, უკრაინელებმა, ბალტებმა და შვედებმა მიწერეს პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს, რომ საქართველოს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით, ჩემი სახელიც ეწერა იქ, არ შეეშვათ პორტუგალიაში, რადგან ყოველწლიური სესია მაშინ იმართებოდა პორტოში. პორტუგალიის ხელისუფლებამ ეს წერილი არ გაითვალისწინა, ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ აქაც აშკარა იყო, რომ არ სურდათ საქართველოს დელეგაციის იქ ყოფნა, რადგან ნებისმიერი საკითხი, რომელზეც ისინი გამოდიან, ჩვენგან იღებენ საკმაოდ მკაცრ, ხისტ და ამავდროულად სამართლიან და ფაქტებზე დაყრდნობილ პასუხს“, - იხსენებს სამხარაძე.
1784545828
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირი მ. ფ.-ს (თერჯოლა, სოფელი სიქთარვა) ყველის წარმოება შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი...
1784541745
საზოგადოებასაბაზო ზოგადი განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო
2025-2026 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულთათვის საბაზო ზოგადი განათლების (მე-9 და მე-10 კლასი) ატესტატების გაცემა დღეიდან დაიწყო. ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სა...
1784541281
საზოგადოებარევაზ სოხაძე: ტენდერში გამარჯვება არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო უხარისხო სამუშაოს ჩაიბარებს
„ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხარისხზე და ეს მხოლოდ რიტორიკა არ არის, ჩვენ ამას რეალურად ვნერგავთ ჩვენს საქმიანობაში. უკვე მოქმედმა კონტრაქტორებმა პრაქტიკაში დაინახეს, რომ შესრულებული სამუშაოების ხარი...
1784540523
მსოფლიოესპანეთში ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღნიშვნის დროს შადრევნის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა
ესპანეთის ქალაქ სიუდად-როდრიგოში, სალამანკის პროვინციაში ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღნიშვნის დროს შადრევნის ნაწილი ჩამოინგრა. ინფორმაციას El Pais ავრცელებს. როგორც მედია წერს,...
1784538720
საზოგადოებასინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად
„უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად“, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილის...


























