რევაზ სოხაძე: ტენდერში გამარჯვება არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო უხარისხო სამუშაოს ჩაიბარებს
„ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხარისხზე და ეს მხოლოდ რიტორიკა არ არის, ჩვენ ამას რეალურად ვნერგავთ ჩვენს საქმიანობაში. უკვე მოქმედმა კონტრაქტორებმა პრაქტიკაში დაინახეს, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხის მიმართ სახელმწიფოს მოთხოვნები მნიშვნელოვნად გამკაცრდა“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას.
რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტრო ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით მკაცრ პოლიტიკას ატარებს და ეს მიდგომა მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ შეფერხებები დღესაც არსებობს და იგივე სტანდარტი გავრცელდება ყველა იმ კომპანიაზე, რომელიც მომავალში სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას გეგმავს. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ტენდერში გამარჯვება არ ნიშნავს, შესრულებული სამუშაოს ნებისმიერი ხარისხით ჩაბარებას.
„მინდა, ეს გზავნილი ყველამ გაითვალისწინოს - ტენდერის მოგება არ ნიშნავს, რომ ობიექტი ნებისმიერ ფასად ჩაჰბარდება. ყველასგან უმაღლეს ხარისხს მოვითხოვთ. სამწუხაროდ, დღესაც გვაქვს გარკვეული შეფერხებები, რადგან, როგორც ჩანს, ამ მოთხოვნის სერიოზულობა ბოლომდე არ აქვთ გააზრებული. ამ მიმართულებით უკომპრომისოები ვიქნებით და სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს დავიცავთ“, - აღნიშნა სოხაძემ.
1784565529
სპორტიFIFA-მ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მსოფლიო ჩემპიონატიდან 9 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა - CNBC
„2026 წელს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 19 ივლისს ფინალში ესპანეთის მიერ არგენტინის დამარცხებით დასრულდა. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფინანსური გამარჯვებული თავად F...
1784564439
ახალი ამბებიდიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალუ...
1784562080
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...
1784560850
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე: აშშ-დან ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი
„ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თ...
1784558297
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე ტრამპის წერილზე: ბოლო დღეებია პარადოქსულ სიტუაციას ვადევნებთ თვალყურს ოპოზიციის მხრიდან, ძალიან დიდი ფუსფუსი აქვთ გამართული, რომ დააკნინონ და გააუფასურონ ეს წერილი, დღეს ისიც კი მოვისმინე, რომ თითქოს რაღაც გენერირებული წერილია
„ძალიან დიდი ფუსფუსი აქვთ გამართული იმისთვის, რომ როგორმე დააკნინონ და გააუფასურონ ეს წერილი“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავ...































