ნინო წილოსანი: სწორედ წინა ხელისუფლების დროს იყო გაუქმებული უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება - ვუბრუნდებით მნიშვნელოვან, პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის ქართული ენის პოპულარიზაციას

 საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ეხმიანება საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირებას, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს გულისხმობს და აღნიშნავს, რომ საქართველო უბრუნდება მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს გაუქმდა.

„კომიტეტზე მეორე მოსმენით დამტკიცდა ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ქართული ენის სწავლების აღდგენას ბაკალავრიატზე. მნიშვნელოვანია, ვახსენოთ, რომ სწორედ წინა ხელისუფლების დროს იყო გაუქმებული უნივერსიტეტებში, უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება და, რა თქმა უნდა, როგორც ბევრი სხვა მიმართულებით, ახლაც ვუბრუნდებით მნიშვნელოვან, პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის ქართული ენის პოპულარიზაციას“, - განაცხადა წილოსანმა.

საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირებას, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს გულისხმობს, კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ცვლილებები უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობს. საკანონმდებლო წინადადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს, ნანა მაჭავარიანსა და გიორგი გოგოლაშვილს ეკუთვნით.

ქართული ენის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში 2005 წელს შეწყდა და საუნივერსიტეტო საგანი „ქართული ენა“ გაუქმდა. უნივერსიტეტებში მშობლიური ენის სწავლების ვალდებულება მხოლოდ ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოქმედებს, დანარჩენ ფაკულტეტებზე კი ის მხოლოდ შერჩევითი საგნების ჩამონათვალშია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745325552

ახალი ამბები

2025 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო შემოსავლები 102.1%-ით, ხოლო გადასახადები 102.3%-ით შესრულდა

საქართველოს 2025 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა შეადგინა სულ 6 651 150.0 ათასი ლარი, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მიღებული იქნა 5 700 392.3 ათასი ლარის მოცულობით. 2...

ეკონომიკა გაიზარდა

1745324322

მსოფლიო

ზელენსკი ვატიკანში რომის პაპის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დაესწრება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის გეგმების მცოდნე წყარომ განუცხადა, წერს უკრა...

ზელენსკი ვატიკანში რომის პაპის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დაესწრება

1745323649

ახალი ამბები

ცესკოს წარმომადგენლებმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის/ცესკოს აპარატის უფროსმა გიორგი სანტურიანმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20ევ...

ცესკოს წარმომადგენლებმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

1745322000

ახალი ამბები

ვოლსკი - ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი ოპოზიციას ისტერიკაში აგდებს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი საქართველოში ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტს გამოეხმაურა. ვოლსკის თქმით, ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი, ოპოზიციას ისტერიკის მდგო...

გია ვოლსკი

1745320209

მსოფლიო

„მე და მელანია რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვაზე რომში გავემგზავრებით“ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. „მე და მელანია რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვაზე რომში გავემგზავრებით. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით იქ ყოფნ...

დონალდ ტრამპი