იტალიაში რომის პაპის გარდაცვალების გამო ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა

იტალიის მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ხელმძღვანელობით, რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. ამის შესახებ სამოქალაქო დაცვის მინისტრმა ნელო მუსუმეჩიმ განაცხადა, იუწყება სააგენტო ANSA.

გლოვა 26 აპრილამდე, წმინდა პეტრეს მოედანზე პონტიფიკოსის დაკრძალვის დღემდე გაგრძელდება.

მუსუმეჩიმ განმარტა, რომ პარასკევს, 25 აპრილს, განთავისუფლების ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად ორგანიზებული ცერემონიები დაიშვება „ფხიზელ მდგომარეობაში“.

იტალია ყოველწლიურად 25 აპრილს აღნიშნავს განთავისუფლების დღეს, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ფაშიზმისა და ნაცისტური ოკუპაციისგან ქვეყნის განთავისუფლების აღსანიშნავად.

შეგახსენებთ, პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანის განცხადებით, პონტიფიკოსის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი და შემდგომი გულის უკმარისობა გახდა. პაპის დაკრძალვის ცერემონია 26 აპრილს ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიმართება. ანდერძის თანახმად, მას რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745324322

მსოფლიო

ზელენსკი ვატიკანში რომის პაპის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დაესწრება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის გეგმების მცოდნე წყარომ განუცხადა, წერს უკრა...

ზელენსკი ვატიკანში რომის პაპის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დაესწრება

1745323649

ახალი ამბები

ცესკოს წარმომადგენლებმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის/ცესკოს აპარატის უფროსმა გიორგი სანტურიანმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20ევ...

ცესკოს წარმომადგენლებმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

1745322000

ახალი ამბები

ვოლსკი - ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი ოპოზიციას ისტერიკაში აგდებს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი საქართველოში ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტს გამოეხმაურა. ვოლსკის თქმით, ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი, ოპოზიციას ისტერიკის მდგო...

გია ვოლსკი

1745320209

მსოფლიო

„მე და მელანია რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვაზე რომში გავემგზავრებით“ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. „მე და მელანია რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვაზე რომში გავემგზავრებით. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით იქ ყოფნ...

დონალდ ტრამპი

1745318915

ახალი ამბები

კახა კალაძე: ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღების არანაირი რესურსი არ აქვს, მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ?

„ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა არჩევნების გაყალბების ფაქტები, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს, იმას ხომ ვერ წარმოადგენდნენ?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძ...

კახა კალაძე