საბერიოში დაღუპული ბავშვების მშობლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში საცხოვრებელი სახლი გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს სახლი გადასცა.

მთავრობის თავმჯდომარე პირადად შეხვდა ჭოლარიების ოჯახის წევრებს, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა. შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი მამუკა ცოტნიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„უმნიშვნელოვანესია ამ ახალგაზრდა ოჯახის მიმართ ჩვენი თანადგომა და ყურადღება. მომხდარი ფაქტი არამარტო ამ ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს ტკივილი და ტრაგედიაა. ყველას კარგად გვახსოვს, იმ მძიმე დღეებმა როგორ გაგვაერთიანა ჩვენ აფხაზ და-ძმებთან და დღევანდელი დღეც ამ ერთობის ერთგვარი გაგრძელებაა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს ამ პროცესში თანამონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

სახლის შეძენა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ჩართულობით განხორციელდა. ასევე, კერძო კომპანიების მხარდაჭერით დაზარალებულ ოჯახს საოჯახო ტექნიკა გადაეცა.

ჭოლარიების ოჯახში ტრაგიკული შემთხვევა მიმდინარე წლის 5 იანვარს მოხდა. დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745324322

მსოფლიო

ზელენსკი ვატიკანში რომის პაპის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დაესწრება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის გეგმების მცოდნე წყარომ განუცხადა, წერს უკრა...

ზელენსკი ვატიკანში რომის პაპის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დაესწრება

1745323649

ახალი ამბები

ცესკოს წარმომადგენლებმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის/ცესკოს აპარატის უფროსმა გიორგი სანტურიანმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20ევ...

ცესკოს წარმომადგენლებმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

1745322000

ახალი ამბები

ვოლსკი - ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი ოპოზიციას ისტერიკაში აგდებს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი საქართველოში ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტს გამოეხმაურა. ვოლსკის თქმით, ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი, ოპოზიციას ისტერიკის მდგო...

გია ვოლსკი

1745320209

მსოფლიო

„მე და მელანია რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვაზე რომში გავემგზავრებით“ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. „მე და მელანია რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვაზე რომში გავემგზავრებით. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით იქ ყოფნ...

დონალდ ტრამპი

1745318915

ახალი ამბები

კახა კალაძე: ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღების არანაირი რესურსი არ აქვს, მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ?

„ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა არჩევნების გაყალბების ფაქტები, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს, იმას ხომ ვერ წარმოადგენდნენ?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძ...

კახა კალაძე