ცესკოს წარმომადგენლებმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის/ცესკოს აპარატის უფროსმა გიორგი სანტურიანმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20
ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენცია, რომლის მთავარი თემა „სამართლებრივი ჩარჩოს სტაბილურობა – პრაქტიკული ასპექტები“ იყო, ლიეტუვის ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ევროპის საბჭოს დემოკრატიული არჩევნების საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) და ევროპის საბჭოს (CoE), წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ჩარჩოსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

მომხსენებლებმა სამართლებრივი ჩარჩოს სტაბილურობაზე, საარჩევნო დავების გადაჭრის გზებზე, ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურებზე, არჩევნებში ჩართული მხარეების სწორად ინფორმირების მნიშვნელობაზე, ამომრჩეველთა განათლებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე კარგი პრაქტიკა გაუზიარეს ერთმანეთს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს, როგორც სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. შეხვედრების განმავლობაში გიორგი შარაბიძემ და გიორგი სანტურიანმა საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებაზე, უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და 2025 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე დეტალურად ისაუბრეს.

საერთაშორისო კონფერენცია 15-16 აპრილს ვილნიუსში გაიმართა და მასში მონაწილეობა 35 ქვეყნის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745324322

მსოფლიო

ზელენსკი ვატიკანში რომის პაპის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დაესწრება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის გეგმების მცოდნე წყარომ განუცხადა, წერს უკრა...

ზელენსკი ვატიკანში რომის პაპის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დაესწრება

1745322000

ახალი ამბები

ვოლსკი - ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი ოპოზიციას ისტერიკაში აგდებს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი საქართველოში ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტს გამოეხმაურა. ვოლსკის თქმით, ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი, ოპოზიციას ისტერიკის მდგო...

გია ვოლსკი

1745320209

მსოფლიო

„მე და მელანია რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვაზე რომში გავემგზავრებით“ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. „მე და მელანია რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვაზე რომში გავემგზავრებით. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით იქ ყოფნ...

დონალდ ტრამპი

1745318915

ახალი ამბები

კახა კალაძე: ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღების არანაირი რესურსი არ აქვს, მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ?

„ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა არჩევნების გაყალბების ფაქტები, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს, იმას ხომ ვერ წარმოადგენდნენ?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძ...

კახა კალაძე

1745317558

ახალი ამბები

წილოსანი ნანა დიხამინჯიას პოსტზე: როცა გაკადნიერდები და კეთილსინდისიერ ადამიანებზე იკითხავ ირონიულად, მინიმუმ ის უნდა გააკეთო, რომ წინასწარ მცირედი გაიკითხო, სწორედ მის სანაცნობოში არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქონების „ახევაში“ მონაწილეობდნენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოციალურ ქსელში აქტივისტ ნანა დიხამინჯიას პოსტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ როცა გაკადნიერდები და კეთილსინდისიერ ადამიანებზე იკითხავ ირონიულად, მინიმუმ ის მაინც უნ...

ნინო წილოსანი