ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 3 პირი დამნაშავედ ცნო

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 3 პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე წარმოშობილი ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით მხარეებმა „ქურდული სამყაროს“ წევრს მიმართეს. ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტაში ასევე ჩართული იყვნენ „ქურდული სამყაროს“ ორი მხარდამჭერი.
„2024 წლის 22 ივნისს, „ქურდული სამყაროს“ წევრმა მოდავე მხარეების და „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერების მონაწილეობით ოზურგეთში „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს, რის შედეგადაც ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორეს სასარგებლოდ 15 000 ლარის გადახდა დააკისრეს, რომელიც მან დათქმულ ვადაში გადაიხადა. თანხის ნაწილი დავის გადაწყვეტაში მონაწილე „ქურდული სამყაროს“ წევრს და „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებს შორის გადანაწილდა.
პროკურატურამ 2 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა), ერთ პირს სისხლის სამართლის კოდექსის 223 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება) და 273 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა) წარუდგინა.
სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულს ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა,1ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასა და ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ხოლო, „ქურდული სამყაროს“ წევრობაში კიდევ ერთი ბრალდებულის ქმედება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაზე გადააკვალიფიცირა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რასაც ბრალდების მხარე არ ეთანხმება და დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1750783846
ახალი ამბებიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 24 ივნისის ბრძანებით მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა. უწყების ინფორმაციით, 2019 წლიდან დღემდე, მას...
1750782903
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ამ ქვეყანაში, კანონის წინაშე, ვერ იქნება ინდულგენცია ვერც პოლიტიკოსობა, ვერც ჟურნალისტობა და ვერცერთი სხვა თანამდებობა სხვადასხვა დარგიდან გამომდინარე
„როდესაც ჩვენი ე.წ. ოპოზიცია აღქმებზე და აღქმების თეორიაზე საუბრობს, ზოგადად, ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მო...
1750780899
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ...
1750777940
ახალი ამბებისაკანონმდებლო ორგანომ „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 85 ხმით მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. საკითხი სხდომაზე თავდაცვის მინისტრი...
1750775726
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მათ ე.წ. ბაბლში არის ილუზიების თეორიებიდან გამოწვეული რევოლუციური ყიჟინა, რაც ღიმილის მომგვრელია, ირგვლივ იწვის მთელი მსოფლიო, ჩვენთან კი დილით იღვიძებს მოქალაქე, მიდის სამსახურში და ბრუნდება სახლში
„რაც შეეხება პროტესტს და პროტესტის რეჟიმს, ყველანი კარგად ვხედავთ თუ რად გადაიქცა აღქმების და ილუზიების თეორიებიდან გამოწვეული პროტესტი. საზოგადოების გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდობის ნაწი...