პაატა სალია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე: გარკვეულწილად ჩვენც გვაქვს შეკითხვები და შესაბამისად, გამოძიება ნათელს მოჰფენს იმას, იყო თუ არა ძალა პროპორციულად გამოყენებული

გარკვეულწილად ჩვენც გვაქვს შეკითხვები და შესაბამისად, გამოძიება ნათელს მოჰფენს იმას, იყო თუ არა ძალა პროპორციულად გამოყენებული, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ 2010 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

მან აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე ხაზის სწორად ძალის პროპორციულად დაგეგმვასა და გამოყენებას გაუსვა ხაზი.

„სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა იმას, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა იმ შემთხვევაში, თუ ხდება თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, შენობებზე და პოლიციის წარმომადგენლებზე. რაც შეეხება უშუალოდ, ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს და რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოძიება უფრო ეფექტურად უნდა ჩატარებულიყო, საუბარია სწორედ იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს ძალა, როდესაც ხდეა თავდასხმა პოლიციაზე, პარლამენტის შენობაზე, სხვა სახელმწიფო შენობებზე, ეს ძალა უნდა იყოს პროპორციული, სწორად დაგეგმილი და სწორად გამოყენებული.

აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად ჩვენც გვაქვს შეკითხვები და შესაბამისად, გამოძიება ნათელს მოჰფენს იმას, იყო თუ არა ძალა პროპორციულად გამოყენებული”, - - განაცხადა პაატა სალიამ.

2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაწყებულია. სასამართლომ დაადგინა, რომ საჭიროა გამოძიებამ სისტემურად გაანალიზოს საკითხი და შეისწავლოს რამდენად სწორად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან ოპერაციის დაგეგმვა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750418565

საზოგადოება

„ქართული ოცნება“: ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსების ვალდებულება ბიძინა ივანიშვილს როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატს დაეკისრა, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მორიგ ჯერზე ცდილობს სიცრუის ტირაჟირებას

პარტია „ქართული ოცნება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ქონებრივი დეკლარაციის შე...

ოცნება ქართული

1750418229

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციის შევსებაზე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მორიგ ჯერზე ცდილობს, სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას

„ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციის შევსების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მორიგ ჯერზე ც...

ქართული ოცნება

1750415423

ახალი ამბები

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკანორ მელიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წი...

ნიკა მელია - პოლიტიკოსი

1750413764

საზოგადოება

ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ქარგვის ამ სახეობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ინიციატორ...

ნაჭრელანაჭრელა

1750413151

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანში, სულ მცირე, 35 სარაკეტო დანადგარი გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელმა ირანში, სულ მცირე, 35 სარაკეტო დანადგარი გაანადგურა. „ისრაელის საჰაერო ძალების მიერ დღეს დილით განხორციელებული დარტყმების ტალღამ ირანის ქალაქ თავრიზსა...

ისრაელის თავდაცვის ძალები