პარლამენტის თავმჯდომარე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესს გაეცნენ

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში ხორბლის აღების მიმდინარე პროცესს გაეცნენ.

„ბოლო წლების სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, სტაბილურია ხორბლის წარმოების მაჩვენებლები, გაზრდილია საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა და, შედეგად, გაუმჯობესებულია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი. ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რაც პირდაპირ აისახება წარმოების ეფექტიანობაზე. ფერმერთა საჭიროებებზე მორგებული ტექნიკის განახლების პროგრამულ მხარდაჭერას ვაგრძელებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც ხორბლის წარმოებაში არსებობს და ეტაპობრივად გავზარდოთ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მიმდინარე წელს ხორბლის მოსავალი 200 000 ტონამდეა.

11 ივლისის ოპერატიული მონაცემებით, ხორბალი უკვე აღებულია 15 323 ჰექტარამდე ფართობზე, ხოლო ქერი – 25 554 ჰექტარზე. ამ ეტაპზე ხორბლის გადამმუშავებელმა საწარმოებმა ჯამში შეისყიდეს 1 364 ტონა ხორბალი, რომლის ჩაბარების საშუალო ფასი 0.70 ლარამდეა.

კახეთში მოსავლის აღება შეუფერხებლად მიმდინარეობს. პროცესების ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით, შექმნილია საორგანიზაციო შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ხორბლის მოსავლის ორგანიზებულ დაბინავებასა და ლოგისტიკური ჯაჭვის გამართულ მუშაობას. შესაბამის სამსახურებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ ფერმერებთან, წისქვილკომბინატებთან და მეფრინველეობის ფაბრიკებთან, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსავლის დაბინავებას და რეალიზაციას.

შალვა პაპუაშვილთან და დავით სონღულაშვილთან ერთად შირაქის ველზე იმყოფებოდნენ პარლამენტის დეპუტატები, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყების წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ხორბლის წარმოება 135-150 ათასი ტონის ფარგლებშია. საერთაშორისო ტენდენციების ფონზე, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის ზრდაში. 2023 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 2.6 ტონას ჰექტარზე, ხოლო 2024 წელს გაიზარდა 3 ტონამდე. ნათესი ფართობი ასევე სტაბილურია და 50-55 ათასი ჰექტარის ფარგლებში მერყეობს. ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შეადგენს საშუალოდ 22%-ს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2017-2020 წლების მაჩვენებელს, როდესაც კოეფიციენტი, საშუალოდ, 15% იყო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752318971

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილზე: მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ ხელს უწყობს ცრუ ნარატივების გავრცელებას საქართველოს შესახებ

 საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროპის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საერთო განცხადებას ეხმიანება საქართველოსთან დაკავშირებით. მაკა ბოჭორი...

მაკა ბოჭორიშვილი

1752317295

ახალი ამბები

ილია მეორე: როგორი საოცარი სიწმინდეები გვაქვს და როგორი პატივისცემა გვმართებს მათი! ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს ერს, ბოლომდე უერთგულოს ქრისტეს გზას

 საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დალოცვას ავრცელებს, რომელშიც პატრიარქი უახლოესი დღეების დღესასწაულებზე და იმ სიწმინდეებზე წერს, რომლებიც საქართველოშია დაცული. „განსრუ...

აა

1752315644

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებულია.ა...

დაკავება, პოლიცია

1752311950

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველთან და აკადემიის წევრებთან შეხვედრა გამართა

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველთან და აკადემიის წევრებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლებ...

გივი მიქანაძე

1752309489

სპორტი

ლუკა ლოჩოშვილი „ნიურნბერგის“ ფეხბურთელია

 საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას „ნიურნბერგში“ გააგრძელებს. მომავალ სეზონში გერმანული კლუბი ბუნდესლიგა 2-ში იასპარეზებს. 24 წლის მცველი „ნიურნბერგში“ იტალიური „კრემონეზედან“ გა...

ლუკა ლოჩოშვილი „ნიურნბერგის“ ფეხბურთელია